FM97.5 / LIVE

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირის ტესტების პასუხები უარყოფითია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.09.2020
20 სექტემბრის მონაცემებით, ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულ კაცთან კოტაქტში მყოფი 58 მოქალაქეა მოძიებული, აქედან 54–ს ინფექცია არ დაუდასტურდა, ერთის პასუხი უცნობია, სამს კი დღეს ჩაუტარდა ტესტირება.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირის ტესტების პასუხები უარყოფითია

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, სომეხ ბინზესმენთან კონტაქტში მყოფი 58 მოქალაქედან 54–ს ინფექცია არ აღმოაჩნდა, ამ დრომდე უცნობია ერთი პირის ანალიზის პასუხი, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის.

"როგორც ვიცი არც მას დაუდასტუდა კორონავირუსი, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს", – ამბობს გიორგი მიქელაძე.

რაც შეეხება სამს, მათი პასუხები ხვალ, 21 სექტემბერს იქნება ცნობილი.

შეგახსნებთ, რომ პირი, რომელიც სომხეთდან შემოვიდა და ახალციხეში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამის შესახებ ქვეყნის დატოვების შემდეგ, სომხეთის საზღვარზე გაკეთებული ტესტის შედეგად შეიტყო.

ორი დღის განმავლობაში იგი ახალციხეში ათობით ადამიანს შეხვდა, გადაიხადა დედის ქელეხი. მისი ინფიცირების შესახებ მედიკოსებისთვის 18 სექტემბერს გახდა ცნობილი, კონტაქტში მყოფი პირები კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

რესტორანი სადაც ქელეხის სუფრა გაშალეს, პოლიციამ დააჯარიმა. დაკეტილია სილამაზის სალონიც, სადაც ინფიცირებული სტუმრად იმყოფებოდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება
ახალციხეში  კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირებმა საკარანტინო სივრცე დატოვეს
'ოცნება' პანდემიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს – მერაბიშვილი ენმ–ს წევრების კარანტინში გადაყვანაზე
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს