FM97.5 / LIVE

ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.09.2020
ახალციხეში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ბალიაშვილი და ამავე პარტიის წევრი გელა დემეტრაძე, ახალციხეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში გადაიყვანეს.

ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს

„13 სექტემბერს შევხვდი ქალაქში, ქელეხში არ ვყოფილვარ, თავს კარგად ვგრძნობ. ამ პერიოდში პოლიტიკური აქტივობა სოფლებში არ მქონია“,- ამბობს დემეტრაძე.

დემეტრაძემ უარყო, თუმცა პარტიაში გვითხრეს, რომ მიმდინარე კვირაში, მას ახალციხის რამდენიმე სოფელის მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა და ფლაერებიც დაარიგა.

ბაკურიანის საკარანტინო სივრცეში გელა დემეტრაძესთან ერთად, დავით ბალიაშვილიც იმყოფება, დაინფიცირებულთან კონტაქტი მასაც ჰქონდა.

ორივეს ტესტირების პასუხი ცნობილი დღეს, 19 სექტემბერს გახდება. შტაბი ამ დროისთვის დაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებული პირის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 18 სექტემბერს გავრცელდა.

ს.ა სომხეთიდან ახალციხეში, 13 სექტემბერს, დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, მისი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა ს.ა–მ საქართველოს საზღვარი დატოვა და სოხეთში დაბრუნდა. სავარაუდოდ, მას COVID–19 სომხეთის საზღვარზე აღებული ტესტის მიხედვით აღმოაჩნდა.

ადგილობრივების განცხადებით, ს.ა–მ გარდაცვლილი დედა სომხეთიდან ჩამოასვენა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა კორონავირუსი დედამისსაც. გასვენებას სადაც ინიფიცრებული იმყოფებოდა, 150–მდე ადამიანი ესწრებოდა. რესტორანში ავცადებენ, რომ ქელეხის სუფრა მხოლოდ 10 ადამიანისთვის გაიშალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, აღნიშნული რესტორანი და ერთი სილამაზის სალონი დაიკეტა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა კონტაქტში მყოფი პირები საკარანტო სივრცეებში გადაიყვანეს, მანამდე კი ტესტირება გაუკეთეს. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ დღეს, 19 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენ პირია გადაყვანილი საკარანტინო სივრცეებში.

[მარია ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირის ტესტების პასუხები უარყოფითია
ახალციხეში  კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირებმა საკარანტინო სივრცე დატოვეს