FM97.5 / LIVE

ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.09.2020
ინფიცირებულმა ს.ა-მ დედის დაკრძალვის შემდეგ ქელეხი ახალციხეში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა. დაწესებულების ადმინისტრაცია ამბობს, რომ რესტორანში სუფრა მხოლოდ 10 ადამიანზე იყო გაშლილი, ახლა კი დახურულია.

ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები აცხადებენ, კვირას, 13 სექტემბერს, ქელეხზე ყველა ახლობელი არ წასულა. სუფრა მხოლოდ თბილისიდან და ახალქალაქიდან ჩამოსული სტუმრებისთვის გაიშალა. „15 კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი თბილისიდან და ახალქალაქიდან, ესენი წავიდნენ რესტორანში. დანარჩენები, სასაფლაოსთან, პატარა ფაცხა იყო და იქ იყვნენ“, - ამბობს ერთ-ერთი გასვენებაში მყოფი პირი.

„სამხრეთის კარიბჭე“ იმ რესტორანს დაუკავშირდა, სადაც ქელეხის სუფრა იყო გაშლილი: „კი, ჩვენთან იყო გასვენება. 10 კაცზე იყო სულ გაშლილი მაგიდა და აქედან ექვსი იჯდა დარბაზში, დისტანციის დაცვით. ცალკე იყო კიდევ ოთხკაციანი მაგიდა გაშლილი და იქ არავინ მოვიდა.

ამის გარდა, ღია სივრცეში, ეზოში 10 კაცი იჯდა. სულ 15–20 წუთი ისხდნენ ადგნენ და წავიდნენ“, - ამბობს რესტორანის მენეჯერი.

მისივე თქმით, რესტორანში დღეს ეპიდემიოლოგები იყვნენ და ტესტირებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციები მისცეს: „დღეს მოვიდნენ, ტესტირება ჩაიტარეთო და გამოგვკითხეს, როგორ იყო, რა მოხდა. ჩვენ, თანამშრომლებს შეხება არავისთან გვქონია. შემოვიდნენ რესტორანში დასხდენენ ცოტახნით და წავიდნენ ეგრევე“.

მენეჯერის თქმით, ახლა რესტორანი დახურულია.

გასვენებაში მყოფი კაცის კოვიდით ინფიცირების შესახებ ახალციხელი ეპიდემიოლოგებისთვის ცნობილი დღეს, 18 სექტმებრს გახდა. მაშ შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულმა საქართველოს საზღვარი დატოვადა სოხეთში დაბრუნდა.

ამ ეტაპზე, იმ პირთა ტესტირება მიმდინარეობს, რომლებიც ამავე გასვენებაში იმყოფებოდნენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს
კაცს, რომელიც ახალციხეში გასვენებაში იყო კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს
ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს