FM97.5 / LIVE

‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.08.2020
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ახალციხის რაიონული ორგანიზაციიდან გელა დემეტრაძის და მისი გუნდის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ დემეტრაძემ გადაწყვეტილება არა პარტიული ინტერესებიდან, არამედ ვაჟა ჩიტაშვილან ნაცნობობის და ხათრის გამო მიიღო, ამიტომაც იგი პარტიიდან გაუშვეს.

‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „მიგაჩნიათ თუ არა, რომ ახალციხეში თქვენი პოზიციები შესუსტდა და არის თუ არა ვანო მერაბიშვილის ანგარიშსწორება ბაქრაძის განცხადებებზე“, გიგა ბოკერიამ მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გელა დემეტრაძის პარტიიდან წასვლის შესახებ გასცა პასუხი.

„ის ჩვენ გავუშვით „ევროპული საქართველოდან“, უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ პირადი ურთიერთობები, ოჯახური ურთიერთობები, ნათესაობა მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, მაგრამ თუ ამ ტიპის ურთიერთობები რომელიმე ადამიანისთვის არის პოლიტიკური შეხედულებების ჩამნაცვლებელი, არ არის სწორი, რომელ გუნდში გინდა იყო.

ჩვენ „ევროპულ საქართელოში” ამ გზაზე არ ვდგავართ, იმიტომ რომ ყველა, ვინც ხათრში შეიძლება გაიჭყლიტოს და ამიტომ დაუჭიროს მხარი სხვა პარტიის წარმომადგენელს, ვერ გამოდგება ქვეყნის სამსახურში. თუ შენ ვერ გადალახავ ამ ამბავს, რომ ვიღაცამ გთხოვა, ახლობელია ან ნათესავია, მაშინ ჯობია ამ საქმეში არ იყო. ეს მოხდა ახალციხეში“, – განაცხადა „დღის ამბების“ ეთერში გიგა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. როგორც ბოკერიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, ბაქრაძის ეს განცხადება აბსოლუტურად გამოხატავს “ევროპული საქართველოს” პოზიციას.

ცნობისთვის, ახალციხეში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გელა დემეტრაძემ და მისმა გუნდმა პარტია დატოვეს და მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს გამოუცხადეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახალციხეში წინ უძღოდა ვანო მერაბიშვილის ვიზიტი, მან „ევროპული საქართველოს“ წევრებს მოსთხოვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში ჩიტაშვილის მხარდაჭერისთვის ებრძოლათ.

[თინათინ ზაზაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’  წევრებმა პარტია დატოვეს
ახალციხეში 'ევროპული საქართველოს' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურა სადათიერაშვილი დაინიშნა
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს
‘თუ დემეტრაძე აღიარებს შეცდომას, პარტიაში დარჩება’ – ‘ევროპული საქართველოს’ ახალციხის ოფისში დაპირისპირება გრძელდება
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
'ევროპული საქართველო' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს