FM97.5 / LIVE

‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.07.2020
„ლელოს“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ვანო მერაბიშვილის წარდგენა შეცდომა იყო, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერენ და კანდიდატს თავადაც წარადგენენ.

‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემა „კვირის აქცენტში“ „ლელოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯუმბერ ინასარიძემ განაცხადა, 2020 წლის არჩევნებზე მათ შესაძლოა რომელიმე ოლქში კანდიდატი არ დააყენონ, იმ შემთხვევაში თუკი სხვა პარტიის კანდიდატს ღირსეულად ჩათვლიან: „ჩვენ ყველა, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გვეყოლება ჩვენი მაჟორიტარი, თუმცა შესაძლოა გვქონდეს გამონაკლისი. იმ შემთხვევაში, თუ ის მაჟორიტარი, რომელიც დააყენეს სხვებმა ჩვენთვის იქნება მისაღები, ვთვილით, რომ ღირსეული ადამიანია, შეიძლება ჩვენ დავიხიოთ უკან“, - აცხადებს ინასარიძე.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ასეთი გამონაკლისი იყოს ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატად ვანო მერაბიშვილი წარადგინა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერაბიშვილის კანდიდატურას ისინი მხარს არ დაუჭერენ: „ჩვენ „სამცხის ოლქში“ აუცილებლად დავაყენებთ კანდიდატს. მე რომ ჩვენი პარტიის შეხედულება ვიცი, მეორე ტურიც რომ დაჭირდეს, მეორე ტურშიც არ დავუჭერთ მხარს ვანო მერაბიშვილს არავითარ შემთხვევაში. ეს არის დიდი შეცდომა. ჯობდა, რომ ევროპულ საქართველოს დაეყენებინა თავისი კანდიდატურა“.

გადაცემა „კვირის აქცენტში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის წევრმა კობა სანდროშვილმა განაცხადა, რომ მათი კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვანო მერაბიშვილი იქნება. სავარაუდოდ, მას მხარდაჭერას გამოუცხადებს „ევროპული საქართველო“ და ისინი ცაკლე კანდიდატს არ დააყენებენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს
‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე
‘თუ დემეტრაძე აღიარებს შეცდომას, პარტიაში დარჩება’ – ‘ევროპული საქართველოს’ ახალციხის ოფისში დაპირისპირება გრძელდება
'ევროპულ საქართველოს' სამცხეში კანდიდატი არ დაუსახელებია
'ევროპული საქართველო' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
'საფიქრალში ჩავვარდით, ახლა რა უნდა ვქნათ' - ორი კანდიდატი ერთი სოფლიდან