FM97.5 / LIVE

‘ვუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის შტაბს’ – გელა დემეტრაძე [ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.08.2020
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ მისი გუნდის და პარტიის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ენმ–ს კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

gela-demetradze

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ის რაც უკვე მოსალოდნელი იყო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, მე შევუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის შტაბს, თუნდაც რიგით წევრად. ყველა ადამიანი, რომელ გუნდშიც აქამდე მოვიაზრებოდი, ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ უმეტესობა დარჩება იმ გუნდის ერთგული, რომელ გუნდშიც მე ვიყავი და სადაც მე გავაგრძელებ მოღვაწეობას. უმეტესობა უჭერს მხარს ვაჟა ჩიტაშვილის კანდიდტურას და მისი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა გელა დემეტრაძემ.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ახალციხეში 300–მდე მხარდამჭერი ჰყავს, იგი დარწმუნებულია, რომ ყველა მათგანი „ევროპელების“ რიგებს დატოვებს: „უმეტესობა მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, ამ დღეებში არ მქონია აღნიშნულ საკითხზე საუბარი, მაგრამ ვიცნობ ყველას, ვიცი მათ აზრი და ხასიათი, უმეტესობა მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ამ არჩევნებში ოპოზიცია დადებს სერიოზულ შედეგს“.

კითხვას, რომ არ წასულიყო ვაჟა ჩიტაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დატოვებდა თუ არა „ევროპულ საქართველოს“, გელა დემეტრაძემ ასე უპასუხა: „დღეს თანხვედრაში არ არის ჩვენი ინტერესები, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა და რაც პარტიის ცენტრალურ ოფისს აქვს“.

ვინ ჩაანაცვლებს გელა დემეტრაძეს ამ ეტაპზე უცნობია, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურა ჩილინგარაშვილი განმარტავს, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე შერჩეული ეყოლებათ, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ასევე ახალციხე–ადიგენი–ბორჯომი–ასპინძის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

„10–15–მა ადამიანმა დატოვა ორგანიზაცია, დანარჩენები როგორც იყვნენ ალბათ რჩებიან, მათ ჯერ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ძალიან კონსტრუქციული საუბარი იყო, ვისაც სურდა, რომ დაეჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის, ყველამ დატოვა პარტია, თავმჯდომარემ პირველ რიგში“, – ამბობს ზურა ჩილინგარაშვილი.

მისი თქმით, ახალციხეში მათ პარტიას ახალი ოფისი ექნება, რადგან „ახლანდელი ოფისის მეპატრონე დაუკავშირდა და შენობის დაცლა მოსთხოვა“.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’  წევრებმა პარტია დატოვეს
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს
‘თუ დემეტრაძე აღიარებს შეცდომას, პარტიაში დარჩება’ – ‘ევროპული საქართველოს’ ახალციხის ოფისში დაპირისპირება გრძელდება
ახალციხეში 'ევროპული საქართველოს' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურა სადათიერაშვილი დაინიშნა
‘შტაბის წევრების 70% არსად წასულა’ - როგორ კომპლექტდება 'ევროპელების' ახალციხის შტაბი
‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე