FM97.5 / LIVE

‘ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაებმება’ - ენმ-ს წარმომადგენლები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.08.2020
ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შტაბების ხელმძღვანელებმა გვითხრეს, იგი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

117963880_402512014050218_711358311239150736_n

ვანო მერაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში გუშინ, 16 აგვისტოს იმყოფებოდა. ენმ-ს ახალციხის შტაბში გვითხრეს, რომ მერაბიშვილთან შეხვედრისას სამოქმედო გეგმებზე იყო საუბარი.

რაც შეეხება ასპინძისა და ადიგენის შტაბებს, აქ დაგვიდასტურეს, რომ მერაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება.

„შეხვედრა ძირითადად არჩევნების საკითხს შეეხებოდა, ის აქტიურად იქნება ჩართული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ასპინძაში ენმ-ს შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგაძემ.

ადიგენში ენმ-ს შტაბის ხელმძღვანელის, დავით ოგანეზიანის განმარტებით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებამდე, კონსულტაციებს გადიან.

სამცხე–ჯავახეთში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს ვანო მერაბიშვილი. „საჯაროდ როცა განვაცხადებთ, წინასწარვე დავაანონსებთ და ფბ გვერდებზეც განვათავსებთ ფოტო/ვიდეო მასალას“, – ამბობს მერაბიშვილის წარმომადგენელი ივერი ბალახაშვილი.

ვანო მერაბიშვილი რეგიონში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსაც შეხვდა, თუმცა მათ გვითხრეს, რომ ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა. რაზე ესაუბრნენ მას ჩვენთვის უცნობია.

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი მოიაზრებოდა და ამას თანაპარტიელებიც გვიდასტურებდნენ, თუმცა, მან 3 აგვისტოს განაცხადა რომ კენჭს არ იყრის.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალციხე-ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში სავარაუდოდ ვაჟა ჩიტაშვილს დაასახელებს. ჩიტაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ პარტიაში მისი კანდიდატურა განიხილება.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
‘არ ვიქნები პარლამენტის წევრი’ – ვანო მერაბიშვილი დეპუტატად კენჭს არ იყრის
‘ვანომ გვითხრა ნაციონალებში უნდა გადმოხვიდეთო’ – დატოვებენ თუ არა ‘ევროპელები’ პარტიას სამცხე–ჯავახეთში
ვანო მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე იმყოფება
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდა
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს