FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.08.2020
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გელა დემეტრაძის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების და პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა რომ დემეტრაძე ოქტომბრის არჩევნებში მხარს ენმ–ს კანდიდატს დაუჭერს.

გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს

„გელა დემეტრაძეს ჩვენ დავატოვებინეთ თავმჯდომარის თანამდებობა, გამომდინარე იქიდან, რომ მან გადაწყვიტა, სხვა კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი. ლოგიკურია, თუ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლი მხარს უჭერს სხვა კანდიდატს და სხვა პარტიას, ის „ევროპულ საქართველოში“ ვერ იქნება“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისს დატოვებენ ის თანამშრომლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილთან აპირებენ თანამშრომლობას:"პარტია ადგილზე დარჩა, გააგრძელებს ფუნქციონირებას, თანამშრომლები კი შეიცვლებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ორ დღეში დავასახელებთ და გაირკვევა ვინ იქნებიან რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი".

გელა დემეტრაძე ამბობს, რომ მისთვის პარტიიდან გარიცხვის შესახებ არავის უცნობებია: „ჯერ არ ვიცი რა ხდება, ეტყობა ჩემი პოზიცია მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ჩემთვის ჯერ არავის არაფერი უთქვამს“.

დემეტრაძე არ უარყოფს, რომ მან პარტიას შესთავაზა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას "სამცხის" ოლქში ერთი კანდიდატი ჰყოლოდა: "ჩვენი თხოვნა იყო, თუ იქნებოდა შესაძლებელი მომხდარიყო შეთანხმება ახალციხეში მაინც მთლიანი ოპოზიციის კანდიდატი ყოფილიყო ვაჟა ჩიტაშვილი და ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერდით. მე, ვაჟა ჩიტაშვილმა და რამდენიმე ადამიანმა შევძელით აქ ოპოზიციური ფლანგი შეგვენარჩუნებინა და გაგვეძლიერებინა, ყველა არჩევნებზე ახალციხეში ვდებდით სერიოზულ შედეგს, ჩემთვისაც წარმოუდგენელია ვაჟა ჩიტაშვილის წინააღმდეგ როგორ უნდა ვიმუშაო".

"ევროპული საქართველოს" კურატორი სამცხე–ჯავახეთში ზურა ჩილინგარაშვილი აცხადებს, რომ გელა დემეტრაძეს და რაიონული ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დრო იმის გასაანალიზებლად, თუ რას აპირებენ შემდგომში: „როგორ შეიძლება პარტიის აქტივისტებმა, რომლებსაც 10–12 დღეში თავიანთი კანდიდატი ეყოლებათ, სხვა პარტიის კანდიდატს დაუჭირონ მხარი. აქედან გამომდინარე თვითონ ტოვებენ თავს პარტიის მიღმა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ერთხელ კიდევ გავესაუბრებით და ვისაც სურვილი აქვს რომ დაეხმაროს ვაჟა ჩიტაშვილს, მაშინ ოფიციალურად დატოვებენ პარტიას, ესე ერთი ხელის მოსმით არაფერია გადაწყვეტილი“.

ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალციხეში 16 აგვისტოს იმყოფებოდა, იგი ენმ–სთან ერთად „ევროპული საქართველოს“ წარმოადგენლებს შეხვდა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მათი კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერა სთხოვა.

ჩიტაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია. ამ დრომდე უცნობია ვის დაასახელებს ამავე ოლქში "ევროპული საქართველო". ერთ–ერთი ვერსიით ზურა ჩილინარაშვილი მოიაზრება, აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, თავად ჩილინგარაშვილი კი "სამხრეთის კარიბჭესთან" ამ ინფორმაციას უარყოფს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თუ დემეტრაძე აღიარებს შეცდომას, პარტიაში დარჩება’ – ‘ევროპული საქართველოს’ ახალციხის ოფისში დაპირისპირება გრძელდება
‘ვუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის შტაბს’ – გელა დემეტრაძე [ვიდეო]
ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’  წევრებმა პარტია დატოვეს
‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე
‘ვანომ გვითხრა ნაციონალებში უნდა გადმოხვიდეთო’ – დატოვებენ თუ არა ‘ევროპელები’ პარტიას სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში 'ევროპული საქართველოს' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურა სადათიერაშვილი დაინიშნა
'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე