FM97.5 / LIVE

‘თუ დემეტრაძე აღიარებს შეცდომას, პარტიაში დარჩება’ – ‘ევროპული საქართველოს’ ახალციხის ოფისში დაპირისპირება გრძელდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.08.2020
„ევროპული საქართველოს“ წევრები ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისში იკრიბებიან, დღეს, 20 აგვისტოს, გადაწყდება ვის დაატოვებინებენ პარტიის რიგებს ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერის გამო.

evropuli-saqartvelo

„ევროპული საქართველოს“ წევრების, ზურა ჩილინგარაშვილის და ლევან თარხნიშვილის შეხვედრა ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან 14:00 საათისთვის იგეგმება.

ჩილინგარაშვილის განცხადებით, დღეს გაირკვევა ვინ დატოვებს „ევროპულ საქართველოს“.

„გადაწვეტილებას ჩვენ არ მივიღებთ, გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითონ პარტიის წევრები, ვისაც სურვილი აქვს დარჩება, მაგრამ დარჩება ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთან პარტიაში იქნებიან და „ნაციონალური მორაობის“ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ასეთი ხალხი ავტომატურად თავს დააყენებს პარტიის მიღმა. მაგათ წასვლას აღარ დაველოდებით და ჩვენ თვითონ გავრიცხავთ. ვისაც აქვს რაიმე პრეტენზია მოვუსმენთ, მაგრამ პარტიას არ დავაშლევინებთ არავის. ჩვენ ვართ ძალიან ძლიერად წარმოდგენილი სხვა პარტიებთან შედარებით სამცხე–ჯავახეთში და ამ რეგიონში „ევროპული საქართველოს“ წევრები არ აპირებენ სხვა რომელიმე პარტიის კანდიდატის მხარდაჭერას, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი“, – განაცხადა ზურა ჩილინგარაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მისი თქმით, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, გელა დემეტრაძესთან საუბრის შემდეგ გახდება ცნობილი მოუწევთ თუ არა ახალი თავმჯდომარის მოძებნა.

„ჯერ არ გვიფიქრია რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნაზე, რადგან ტელევიზორით ვერ დაველაპარაკებოდით საკუთარი პარტიის წარმომადგენელს, გვინდა რომ პირადად შევხვდეთ და კიდევ ერთხელ გავესაუბროთ. უბრალოდ დადგეს და აგვიხსნას, რას ნიშნავს, იყო ერთი პარტიის ლიდერი და მხარს უჭერდე მეორე პარტიის კანდიდატს“, – ამბობს ჩილინგარაშვილი.

"ევროპული საქართველოს" კურატორის სამცხე–ჯავახეთში, ზურა ჩილინგარაშვილის განმარტებით, გელა დემეტრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა პარტიასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, რაც მათთვის მიუღებელია.

„ჩვენს პარტიაში შეთანხმება იყო ასეთი, რომ თუ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობდან“ იყრიდა კენჭს „სამცხეში“, ჩვენ აღნიშნულ ოლქში კანდიდატს აღარ დავაყენებდით. მაგრამ მერაბიშვილმა უარი განაცხადა საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე, ჩვენ ყველანაირი ვალდებულება რაც გვქონდა მის მიმართ, მოგვეხსნა, იმიტომ რომ ჩემთვის ოპოზიციური პარტია ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ლელო“, ყველა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არაიან. აქამდე იმიტომ არ მოხდა „ევროპული საქართველოს“ მიერ სამცხე–ჯავახეთში კანდიდატის წარდგენა, რომ ჩვენ ველოდებოდით ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას“, – განმარტავს ჩილინგარაშვილი.

ჩილიგნარაშვილის თქმით, მათგან განსხვავებით, გელა დემეტრაძემ გადაწყვეტილება, რომ ჩიტაშვილისთვის დაეჭირა მხარი, არა პოლიტიკური შეხედულებების, არამედ ნაცნობობის და მეგობრობის გამო მიიღო.

„იმის მტიკიცება, რომ დაიწყო, რა გავაკეთე ისეთი, მე ვაჟას ვერ ვუღალატებო, ეს არის ძალიან ცუდი, როდესაც ძველი ნაცნობის და ნათესაობის, მეგობრობის გამო ხდება მხარდაჭერა, ეს არის ცუდი. ჩვენთან ეს პარტიაში არ არის მიღებული, ამიტომ გელას გზა ხსნილი აქვს, უნდა იმუშაოს ვაჟა ჩიტაშვილისთვის? ამისთვის ჩვენი პარტიის რიგებიც და თანამდებობაც უნდა დატოვოს. არ ვიცი იქნებ გუშინდელი ღამის შემდეგ გაანალიზა და მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა, იტყვის ამას რომ მე შემაცდინეს ან შეცდომა დავუშვი, მაშინ არაფერი უდგას წინ რომ დარჩეს, მაგრამ თუ არა, მაშინ დემეტრაძე პარტიასაც დატოვებს და თანამდებობასაც“.

კითხვაზე, თუ გელა დემეტრაძემ ჩიტაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძველი ნაცონობობის გამო მიიღო, იგივე ხომ არ მოხდა მათი მხრიდან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, ზურა ჩილინგარაშვილი გვპასუხობს: „ვანო მერაბიშვილი ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელიც შვიდი წელი უკანონოდ იყო პოლიტპატიმარი, ამიტომ მას უნდა მისცე შანსი. ვანო მერაბიშვილის კანდიდატია ჩიტაშვილი, აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ მეგობრული შეხედულებებით ვაპირებდეთ გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ მასაც დავუჭერდით მხარს“.

ცნობისთვის „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ განაცხადა, რომ ის 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ვაჟა ჩიტაშვილს უჭერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა „ევროპული საქართველოს“ სათაო ოფისისთვის. ამის გამო, გუშინ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ გელა დემეტრაძე პარტიიდან გარიცხეს და თავმჯდომარის თანამდებობაც დაატოვებინეს.

„ევროპულ საქართველოში“ ვითარება ვანო მერაბიშვილის ახალციხეში ვიზიტის შემდეგ დაიძაბა, მერაბიშვილმა 16 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მხარი მათი კანდიდატისთვის, ვაჟა ჩიტაშვილისთვის დაეჭირათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს
‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე
ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’  წევრებმა პარტია დატოვეს
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
ახალციხეში 'ევროპული საქართველოს' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურა სადათიერაშვილი დაინიშნა
‘ვუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის შტაბს’ – გელა დემეტრაძე [ვიდეო]
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის