FM97.5 / LIVE

‘ვანომ გვითხრა ნაციონალებში უნდა გადმოხვიდეთო’ – დატოვებენ თუ არა ‘ევროპელები’ პარტიას სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.08.2020
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში "ევროპული საქართველოს" წევრებმა, შესაძლოა პარტია დატოვონ და ენმ-ს რიგებს შეუერთდნენ. პარტიის წევრები აღნიშნულ ინფორმაციას გვიდასტურებენ, თუმცა ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

117963880_402512014050218_711358311239150736_n

"ევროპული საქართველოს" მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს 16 აგვისტოს შეხვდა, მერაბიშვილმა "ევროპელებს" უთხრა, რომ პარტია დატოვონ და ვაჟა ჩიტაშვილის მხარდასაჭერად „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ.

„ვანო შემოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ უნდა გადმოხვიდეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა დამიდგეთ გვერდით, მარტო ამ გზით ვხედავ გამარჯვების შანსსო. გვითხრა, ყველამ უნდა ვიმუშაოთ 5 ნომერზეო“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი წარმომადგენელი.

მისივე თქით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან: „ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ, გუნდური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“.

ახალციხეში „ევროპული საქართველოს“ ორგანიზაციის თავმჯდომარე, გელა დემეტრაძე ფაქტს არც უარყოფს და არც გვიდასტურებს.

„იყო საუბარი მაგრამ ის, რომ უკლებლივ ყველა გადავიდეს, ჯერ ამაზე ლაპარაკიც არაა. ვნახოთ რა იქნება მომავალში, ჯერ ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება. არავინ არ წასულა“, - ამბობს დემეტრაძე.

მერაბიშვილთან შეხვედრაზე მისულმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ოფისში ენმ-ს წევრებთან უსიამოვნო შეხვედრა ჰქონდათ, რადგან ისინი ვანოს გადაწყვეტილებითა და მათი „ძველ პარტიაში“ დაბრუნების საკითხით უკმაყოფილოები ჩანდნენ.

„შეხვედრაზე გვიან შემოვიდნენ ენმ-ს წევრები, ჩვენთან ერთად ფაქტობრივად არ იყვნენ. მერე შტაბის თავმჯდომარე დათო ბალიაშვილი მოვიდა და ვანოს უთხრა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საკითხისთვისაც უნდა გადაეხედათ, თუმცა ვანომ უთხრა რომ სხვა არ განიხილებოდა“, - გვითხრეს პარტიაში.

ენმ-ს შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღანელმა, დავით ახალკაცმა განაცხადა, რომ მათ პარტიაში ნებისმიერი პიროვნების გადასვლას მიესალმებიან და საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

„სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის გარდა, „ევროპული საქართველოს“ სხვა შტაბების ხელმძღვანელებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც გვითხრეს რომ პარტიაში რჩებიან და არსად გადასვლას აპირებენ.

„შეიძლება რამოდენიმე კოორდინატორი გადავიდა მათთან, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებით“, - გვითხრეს ადიგენის ორგანიზაციაში.

ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელმა, ბაქარ შირაძემ განაცხადა, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არც ისინი აპირებენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები სამცხე–ჯავახეთში და გადავლენ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ვაჟა ჩიტაშვილმა 16 აგვისტოს "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა ოქტომბრის არჩევნებზე ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში განიხილება. იგი კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაებმება’ - ენმ-ს წარმომადგენლები
მერაბიშვილის დაბრუნებამ ‘რა ჰქმნა’ [ქრონოლოგია]
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს
‘თუ დემეტრაძე აღიარებს შეცდომას, პარტიაში დარჩება’ – ‘ევროპული საქართველოს’ ახალციხის ოფისში დაპირისპირება გრძელდება
‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ
ახალციხეში 'ევროპული საქართველოს' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურა სადათიერაშვილი დაინიშნა
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის