FM97.5 / LIVE

ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2020
ახალციხის მერიის განცხადებით, სოფელ წნისში, მუგარეთში, სვირსა და ბოგაში სამუშაო ჯგუფები, 4 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. დაზიანებულია სახლის სახურავები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და გზები.

ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები 4 ივლისს დაისეტყვა. მერიის ინფორმაციით 4 სოფლის გარდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაზიანდა სოფელ კლდეშიც. მერიის სამუშაო ჯგუფები ზარალის დასათვლელად იმ დღესვე გავიდნენ.

„სტიქიის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: წნისი, მუგარეთი, სვირი და ბოგა დაზარალდა. დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, გზები, საცხოვრებელი სახლების სახურავები. ასევე, სეტყვამ დააზიანა სოფელ კლდის სასოფლო-სამურნეო სავარგულებიც. ამ ეტაპზე სოფლებში სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და ზარალს ითვლიან“ – გვითხრეს ახალციხის მერიაში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, როგორ დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა
ნინოწმინდაში ექვსი სოფელი დაისეტყვა - ანაზღაურებაზე მერიაში პასუხი არ აქვთ
ნინოწმინდაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ახალციხეში 8 სოფელი დაისეტყვა