FM97.5 / LIVE
20 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.">

აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

მთავარიეკონომიკა 22.06.2015
დღეს, 22 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალურმა ჯგუფმა აწყურში, 20 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.

აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აწყურში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რაც წინა სტიქიის დროს გადარჩა ხეხილი და ნათესები, ამჯერად სულ განადგურდა.

თუმცა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სასოფლო–სამეურნეო ზარალს ბიუჯეტი ვერ აანაზღაურებს. კომისიაც ზარალს მხოლოდ ინფრასტრუქტურის კუთხით დაითვლის.

„ჩვენ დავითვლით მხოლოდ იმ ზარალს, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით მიადგა სოფელ აწყურს. რაც შეეხება სასოფლო – სამეურნეო სავარგულებს, ამ კუთხით ზარალის დათვლა ჩემს კომპეტენციაში არ შედის“, – ამბობს ნოდარ ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს სოფელი აწყური მეორედ დაისეტყვა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სოფლის შიდა გზები და სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ადიდდა ღელეები, თუმცა გზები ჩაკეტვას გადაურჩა. წვიმამ 10 დღის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ მოხრეშილი გზებიც დააზიანა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხის გამგეობა ღვარცოფებისგან დაზიანებული გზების შეკეთებას იწყებს
აწყური მეორედ დაისეტყვა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ბორჯომში სტიქიამ ინფრასტრუქტურა დააზიანა