FM97.5 / LIVE

ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით 70 წელს გადაცილებული 2 პაციენტი შეიყვანეს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 08.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნება.

ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით 70 წელს გადაცილებული 2 პაციენტი შეიყვანეს
„ჩვენს კლინიკას დაემატა ორი ახალი პაციენტი, რომელთა წყარო ეროვნული ბანკს უკავშირდება. ორივე პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ–ერთ მათგანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ანუ ორმაგი რისკი აქვს, ხოლო მეორეს მხოლოდ ასაკი. ეს პციენტები გუშინ დღის მეორე ნახევარში შემოიყვანეს. ახლა გაფართოვებული კვლევები ჩატარდება და ამ კვლევების შედეგებს და სუბიექტურ–ობიექტურ მონაცემების შჯერებით, ხვალ შემიძლია უფრო კარგად აგიხსნათ მათი ზოგადი მდგომარეობა და სიმძიმე,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მყოფი ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურდა, ხოლო ორი კვლავ მძიმედ რჩება.

„გვყავდა ოთხი მძიმე პაციენტი, რომელთაგანაც ორი უკვე დასტაბიურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაში არის გადაყვანილი, ამ ეტაპზე ჯერჯერობით ორი გვრჩება კვლავ მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეიმჩნევა გაუმჯობესება, იმედი მაქვს, რომ მათაც რამდენიმე დღეში ჩვეულებრივ განყოფილებაში გადავიყვანთ“, – ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში რვა აპრილის 11:10 საათის მონაცემებით კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4 674 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 362.

პირველი გარდაცვალების ფაქტი საქართველოში ოთხ აპრილს დაფიქსირდა, მეორე პაციენტი ხუთ აპრილს გარდაიცვალა. გუშინ კი ქვეყანაში მესამე გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა .

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს გამოვლინდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
'ორ კრიტიკულ პაციენტთან სტაბილურობა შეიმჩნევა ' - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია