FM97.5 / LIVE

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 06.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაის განცხადებით 24 საათის განმავლობაში 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან მათ კლინიკაში ხუთი შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა კონტაქტებიც ცნობილია.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

როგორც, ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს, ხოლო მათ კლინიკაში მყოფ 38 პაციენტიდან 22–ს ასევე პნევმონია აღენიშნება.

„როგორც ყოველთვის 24 საათის ინფორმაციას გაწვდით ხოლმე და გუშინ დილით გვქონდა 170 შემთხვევა, დღეს გვაქვს 188 დადასტურებული შემთხვევა. ანუ 18 ახალი შემთხვევიდან ხუთი პაციენტი ჩვენთან იმყოფება. მათი კონტაქტებიც ცნობილია, ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტებია. დღე–ღამის განმავლობაში ჩვენთან 28 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, აქედან ხუთი როგორც ვთქვით დადებითია, ხოლო სამი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელიც დღის განმავლობაში გაირკვევა, ხოლო დანარჩენი იყო უარყოფითი,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მან, ასევე აღნიშნა რომ მათ კლინიკაში კვლავ ერთი კრიტიკული პაციენტი რჩება და ოთხი მძიმე, ასევე 22 პაციენტს აქვს პნევმონია.

„ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს უკვე 29 პაციენტი, ერთი გვყავს კრიტიკული პაციენტი, რომლის სტაბილიზებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ასევე ოთხი მძიმე პაციენტი გვრჩება, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე მოხდა. გუშინ შემოსული პაციენტებიდან დაგვემატა კიდევ ორი, მძიმე პნევმონიით. ასევე გვყავს 22 პაციენტი საშუალო სიმძიმის პნევმონიით.“ – განაცხადა ეზუგბაიამ .

საქართველოში 6 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული, 36 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 5 056 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 386, გარდაცვლია 2 პაცინეტი.

ნუკა სტეფნაძე, ახალციხე


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი პაციენტებიდან ხუთს პნევმონია აქვს
‘მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით’ - ეზუგბაია
ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 მოზარდიდან 5 გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი მძიმე პაციენტი დაემატა