FM97.5 / LIVE

ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.10.2013
იმ ცხრა სოფლის სკოლას შორის, რომელთა მშენებლობასაც განათლების სამინისტრო ნოემბერში დაიწყებს, ერთ-ერთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის სკოლაა.

ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება
1957-1959 წლებში აშენებული სკოლა გასული საუკუნის 90-იანების შემდეგ აღარ გარემონტებულა. სკოლის ერთ-ერთ კორპუსში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება აკრძალა. სასწავლო პროცესი შენობის იმ ნაწილში გრძელდება, რომელიც ნაკლებად ავარიულია.

„სკოლასთან ახლოს სახლის დაქირავება მოგვიხდა და 4-5 კლასის გაკვეთილების იქ გადატანა. სხვა გამოსავალი არ გვქონდა. გვითხრეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობა ერთი წელი გაგრძელდება“, - განმარტავს სკოლის დირექტორი თადევოს ფალიანი.

ამ ეტაპზე დაახლოებით 95 ბავშვს გაკვეთილები სახიფათო პირობებში უტარდება. სოფელ ბუღაშენის სკოლა ერთ-ერთია იმ 9 სკოლას შორის, რომელიც საქართველოში უნდა აშენდეს. ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ირწმუნებიან, რომ სკოლა ექსპლუატაციაში მომავალი წლიდან შევა.

„ახლა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ტენდერი გამოცხადდება, შენობა კი მზად მომავალ წელს იქნება. სოფლის ცენტრში აშენდება ტიპური შენობა 120 მოსწავლისთვის“, - ამბობს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნარცის კარაპეტიანი.

ახალი სკოლის მშენებლობისთვის ფართობი უკვე გამოყოფილია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ასაშენებელი სკოლების პროექტებზე მუშაობა დასრულდა. მალე სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.

"ახალი სკოლებისთვის შექმნილ პროექტებში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ის ნიუანსები, რომელიც კონკრეტული სკოლისთვისაა მნიშვნელოვანი. სკოლები, რომლებიც სამინისტროს დაფინანსებით აშენდება, უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ფასადური სილამაზით, არამედ, მშენებლობის ხარისხითა და კომფორტულობით. ახალი სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებს და მორგებული იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს", - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და მათი უმრავლესობა ერთ წელიწადში დასრულდება. სკოლების მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ავარიულობის გამო მშობლებს შვილების სასწავლებლად გაშვება ეშინიათ და წლებია, ყურადღებას ითხოვენ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბუღაშენში ახალი სკოლა შენდება

2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
არალში ახალი სკოლა აშენდება
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა
სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია