FM97.5 / LIVE

ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.05.2015
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა აშენდა. შენობა დღეს განთლების მინისტრმა მოინახულა.

ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა

საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სოფელ ბუღაშენში აშენებული ახალი სკოლა სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ბუღაშენში აშენებული სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო და საოფისე ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი.

„აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში, მკაცრი კლიმატური პირობებია და ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს ოცდაათ გრადუსს აღწევს. ამის გათვალისწინებით, ბუღაშენის საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია, რომლის ასაშენებლადაც გამოყენებული იქნა ენერგოეფექტური მასალა, რომელიც დაზოგავს ენერგიას და გათბობისთვის გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდება“, – აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში.

ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა

შეგახსენებთ, ბუღაშენში სკოლა 1957–1959 წლებში იყო აშენებული და 90-იანი წლების შემდეგ აღარ გარემონტებულა.სკოლა ავარიული იყო და სასწავლო პროცესი რისკის ქვეშ მიმდინარეობდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე 9 საჯარო სკოლისა და 1 პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა განხორციელდა. მიმდინარეობს 11 საჯარო სკოლის მშენებლობა და 18 საჯარო სკოლის პროექტირება, აქედან 4 საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წელსვე დაიწყება, დანარჩენი 14 სკოლა 2016 წელს აშენდება.

2015 წლიდან დღემდე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1089 საჯარო სკოლას, ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 225 სკოლაში განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო 100 სამედიცინო ოთახი, 187 სკოლაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა მიმდინარეობს.

ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბუღაშენში ახალი სკოლა შენდება
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება
2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა
ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება
არალში ახალი სკოლა აშენდება