FM97.5 / LIVE

არალში ახალი სკოლა აშენდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.02.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ორსართულიანი, 192 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი სკოლა აშენდება.

არალში ახალი სკოლა აშენდება
ძველი სკოლის დემონტაჟი არალში. 12 თებერვალი, 2015წ. ინგა ვარდიძის ფოტო

ახალი სკოლა ძველი სკოლის ადგილას უნდა აშენდეს. შენობის დემონტაჟი თითქმის სრულდება. ვიდრე ახალი სკოლა აშენდება, მოსწავლეები დროებით, სოფელში მდებარე მართლმადიდებლური და კათოლიკური სამრევლო სკოლების შენობებში გადაანაწილეს.

არალში ახალი სკოლა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით უნდა აშენდეს. სამუშაოებს „სივილ ქონსტრაქშენი“ შეასრულებს, სააგენტომ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

როგორც საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში განმარტავენ, ორსართულიანი, 192 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, 1.698.000 ლარი გამოყო.

„ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და სკოლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, – ამბობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატა ასათიანი.

ხელშეკრულების თანახმად არალში სკოლის მშენებლობა 2016 წლის 20 იანვარს უნდა დასრულდეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება
სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია
არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]
ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება