FM97.5 / LIVE

ბუღაშენში შვილების სკოლაში გაშვება ეშინიათ

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.12.2012
ბნელი დერეფანი, ნესტიანი ჰაერი, ჩამონგრეული ჭერი, დამპალი იატაკი, ობით დაფარული კედლები – ასეთ პირობებში სწავლობს ბუღაშენის სკოლის 93 მოსწავლე

ბუღაშენში შვილების სკოლაში გაშვება ეშინიათ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის სკოლა 1957–1959 წლებში აშენდა და 90-იანი წლების შემდეგ აღარ გარემონტებულა.

„შენობის მდგომარეობა თანდათანობით უარესდებოდა. ზემდგომ ორგანოებს მას შემდეგ მივმართეთ, რაც ქვეყანა, ასე თუ ისე, ფეხზე დადგა. ყოველ წელს მივმართავდით, მაგრამ პასუხებს ვერ ვიღებდით. მხოლოდ ერთხელ მიპასუხა განათლების მინისტრის მოადგილემ, რომ არა მხოლოდ ჩვენი სკოლაა ასეთ მდგომარეობაში, ქვეყანაში მსგავსი სკოლები ბევრია და 2013 წლამდე უნდა დაგვეცადა, როცა ტიპური სკოლა გვექნებოდა. იმედი გვაქვს, ასეც იქნება“, – ამბობს სკოლის დირექტორი თადევოს ფალიანი.

სკოლის შენობასთან გავლისას ვერ იფიქრებ, რომ ამ შენობაში გაკვეთილები ტარდება. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ეს ყველასგან მივიწყებული ადგილია, მხოლოდ საქართველოს მოფრიალე დროშა მიგანიშნებს, რომ აქ რაღაც სახელმწიფო დაწესებულებაა.

სკოლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მხოლოდ რემონტი ვერ უშველის.

„ერთ წელს თუნდაც საძირკველი გააკეთონ, მომდევნო წელს კიდევ რაიმე ააშენონ, ასე ნელ-ნელა იქნებ ახალი შენობა აშენდეს“, – ამბობს მასწავლებელი შუშან ფალიანი.

მისივე თქმით, როგორც კი დათბება და თოვლი დნობას დაიწყებს, კორიდორი წყლით აივსება: „კლასიდან კლასში ან სამასწავლებლოში გასასვლელად ნავია საჭირო. განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო ერთხელ ჩამოსული და დაიბნა, არ იცოდა, სამასწავლებლოში როგორ შესულიყო“.

მასწავლებლები ამბობენ, რომ მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ხშირად ავადმყოფობენ ფილტვების ანთებით, გრიპით, ხველითა და სახსრების დაავადებებით. მოსწავლეების მშობლებს კი, ავადმყოფთა მკურნალობაზე მეტად, შენობის მდგომარეობა აწუხებთ.

„სკოლა ბავშვებს თავზე ეშლებათ. სანამ სულ არ დაინგრევა, არაფერს გააკეთებენ?! აუცილებლად მოსწავლეებს ან მასწავლებლებს უნდა ჩამოენგრეთ, რომ ყურადღება მიაქციონ?! სამ შვილს ვუშვებ სკოლაში და ყოველდღე ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ბავშვები საღსალამათი მიბრუნდებიან სახლში“, - ამბობს აიკ მელქონიანი.

ფრუნზიკ ავაგიანი, რომლის შვილიც მომავალ წელს პირველ კლასში უნდა შევიდეს, ბავშვის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არ აპირებს.

„ბავშვს რომელიმე ახლომდებარე სოფლის სკოლაში გავუშვებ. რას ვიზამ, მართალია დროც დამეხარჯება და ფულიც, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდად ვიქნები“, – ამბობს იგი.

დირექტორისა და მასწავლებლების თქმით, ახალი სკოლის მშენებლობისთვის, მათი გაანგარიშებით 600–800 ათასი ლარია საჭირო.

93 მოსწავლე არამხოლოდ ავარიულ სკოლაში დადის, არამედ ზოგიერთი სახელმძღვანელოც არ აქვს. გარდა ამისა, სკოლას სპეციალისტები არ ყოფნის.

„ძირითადი სპეციალობების მასწავლებლები გვყავს, უმაღლესი განათლებით. მაგრამ არის მიმართულებები, სადაც სპეციალისტები გვჭირდება, მაგალითად, ისტორია, გეოგრაფია, რუსული ენა, მუსიკა და სიმღერა, ხელოვნება და ა.შ.“, – ამბობს სკოლის დირექტორი თადევოს ფალიანი.

მოსწავლეები სომხურ ენასა და ლიტერატურას ჯერ კიდევ 2000 წელს სომხეთში გამოსული, გაცვეთილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ. შემდგომში მიღებული სახელმძღვანელოების თარგმანი უხარისხოა.

„ჩვენი განათლების სამინისტროს დაბეჭდილ სახელმძღვანელოებში ბევრი შეცდომაა, რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც გაუგებარია. მაგალითად, ბიოლოგიის სახელმძღვანელოები მთელ სკოლაში მხოლოდ მე-10 კლასს აქვს“, – გვიამბობს დირექტორი.

ბუღაშენის სკოლაში ადრე 300-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა, დღეს მხოლოდ 93 მოსწავლეა დარჩენილი. მომავალ წელს სკოლა სულ მცირე ერთ მოსწავლეს დაკარგავს, რადგან პირველკლასელი, რომელსაც ბუგაშენელი მოსწავლეების რიგები უნდა შეევსო, სხვა სკოლაში შევა...

ბუღაშენში შვილების სკოლაში გაშვება ეშინიათ

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი ]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება

ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება
უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან