FM97.5 / LIVE

2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.11.2015
2016 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტით, სამცხე–ჯავახეთში 10 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე იგეგმება 3 სკოლისა და მასწავლებლის სახლის მშენებლობა.

2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა. ფოტო "სამხრეთის კარიბჭეს" არქივიდან, 11.03.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 2016 წელს 10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. ადიგენში სოფელ ჭელისა და მოხის სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება, ასპინძაში დაგეგმილია ორგორის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რაც შეეხება ახალქალაქს აქ იგეგმება ბარალეთის პირველი საჯარო სკოლის, ბუზარეთის, კუმურდოსა და ხულგუმოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ტამბოვკას, ორლოვკას და ხანჩალის სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში იგეგმება კიდევ შვიდი სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" პროგრამის ფარგლებში გაკეთდება.

რაც შეეხება სკოლების მშენებლობას, სამცხე–ჯავახეთში 2016 წელს სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება, ეს არის ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების არალისა და ღორთუბნის საჯარო სკოლები, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - სოფელ პტენაში.

გარდა ამისა, 2016 წელს დასრულდება კოლეჯ „ოპიზარის“ რაბილიტაცია. ასევე მომავალ წელს დაიწყება ახალციხეში მასწავლებლის სახლის მშენებლობა.

„ეს არის ის, რაც ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არ შეიცვლება, შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს სკოლების რიცხვი. რადგან განათლების სამინისტროში 2016 წლის სამოქმედო გეგმაზე ამ წუთასაც მიმდინარეობს მუშაობა და გარკვეული კორექტირებაშედის“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ‘სამცხე-ჯავახეთში 15 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა მოხდება’
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
სამცხე–ჯავახეთში ოთხი სკოლა აშენდება
54 მილიონი დოლარი სკოლების განახლებისთვის
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს