FM97.5 / LIVE

'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი დღეს, 30 მაისს, სოფელ კორხში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.

'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში, წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარის უნებართვო რეაბლიტაციასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი ლევან ჭავჭავაძე, სოფელ კორხში იმყოფებოდა.

ჭავჭავაძე ამბობს, რომ ეკლესიას პირვანდელი სახე მთლიანად დაკარგული აქვს: „დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო, რადგან დაახლოებით ორი კვირის წინ ვიყავი აქ და ახლა სხვა მდგომარეობა დამხვდა. ჩემი ჩამოსვლის დროს არავინ მუშაობდა, თუმცა ეკლესია მთლიანად შეცვლილია“.

კორხის წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებული დასკვნა, ლევან ჭავჭავაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიდება.

სოფელ კორხის, წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები 12 მაისს გამოვლინდა. აქ ადგილობრივების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა ძეგლს იერსახე მთლიანად შეუცვალა.

28 მაისს, „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაიღო კადრები, თუ როგორ შლიდნენ მშენებლები ძალაყინით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის კედლებს.

დღეს, 30 მაისს კი ადგილზე ასულ ჟურნალისტებს სულ სხვა სურათი დახვდათ – ეკლესიის ოთხი კედლიდან მხოლოდ ერთია ხელუხლებელი, შესასვლელი კედლის ნახევარი თითქმის საძირკვლამდეა მოშლილი, დარბაზული ტიპის ნაგებობას მეორე გრძელი კედელიც აღარ აქვს. ორი დღის წინ, როცა „სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე იმყოფებოდა შესასვლელი კედლის დაბლა ნაწილი ხელუხლებელი იყო.

ძეგლთა დაცვის სააგენტომ კორხის ეკლესიაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობა ვანდალიზმად შეაფასა.

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]
კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
დამნაშავე არ იკვეთება, თუმცა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – კორხის ეკლესიის ამბავი
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
უნებართვოდ დანგრეული და აღდგენილი ეკლესია ახალქალაქში – კორხში სამუშაოები დასრულდა