FM97.5 / LIVE

უნებართვოდ დანგრეული და აღდგენილი ეკლესია ახალქალაქში – კორხში სამუშაოები დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.02.2020
ახალქალაქში კორხის ეკლესიის უნებართვო მშენებლობა დასრულდა. ვისი ინიციატივით დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი, ერთი წლის შემდეგაც დაუდგენელია.

უნებართვოდ დანგრეული და აღდგენილი ეკლესია ახალქალაქში – კორხში სამუშაოები დასრულდა

XIX საუკუნის დარბაზული ტიპის, სომხური სამოციქულო ეკლესია ადგილობრივებმა გასული წლის ზაფხულში თითქმის ბოლომდე დაშალეს, ქვები ეკლესიის ეზოში დააწყვეს, შემდეგ კი ააშენეს.

„სამხრეთის კარიბჭე“ სოფელში თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა, სამშენებლო სამუშაოები ტაძარზე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ გადახურვა. ეკლესიის შიგნით ხარაჩოები დგას, გარედან კი ბოქლომი ადევს.

ადგილობრივებმა არც ამჯერად გაამხილეს იმ პირების ვინაობა, რომლებმაც უნებართვო სამუშაოები დააფინანსეს.

„უკანონოდ არ ვაკეთებთ, საბუთები გვაქვს, მაგრამ ვისთან არის არ ვიცით. სულ დანგრეული იყო და ახალა ფეხზე დგას. კარგი სპეციალისტები აკეთებენ, ფულს ჩვენ ვაძლევთ მოსკოვიდან გვიგზავნიან ჩვენი ბიჭები, იქ მუშაობენ. გაზაფხულზე სახურავსაც გავუკეთებთ, ახლა ყინვებია. რომ დასრულდება მამაოსაც მოვიყვანთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შვიდი თვეა ელოდება იმ პირის გამოვლენას, ვისი ინიციატივითაც დაიწყო ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები. ადგილობრივი იური წარუკიანი კი, რომლის დაჯარიმებასაც სააგენტო ითხოვდა, სასამართლომ სამართალდამღევევად არ ცნო.

„სასამართლომ თქვა, რომ ამ კონკრეტულ მოქალაქეს ადმინისტრაციული სახდელი არ ეკუთვნოდა, ვინაიდან საქმეში არ ფიგურირებდა, ამიტომ ჩვენ მივმართეთ ახალქალაქის პოლიციას, იმისთვის რომ დაადგინოს საინიციატივო ჯგუფის ვინაობა, ვისი ხელდასმითაც განხორციელდა სამუშაოები ტაძარზე. შემდეგ ჩვენ ვიზრუნებთ მათზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, სხვა მექანიზმი იმისა, რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა იურიდიულად არ გვაქვს“, – განაცხადა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ივლისში მიმართა. რა ეტაპზეა გამოძიება და გამოავლინეს თუ არა სამართალდამრღვევები უცნობია, „სამხრეთის კარიბჭე“ უწყებიდან პასუხს რამდენიმე დღეა ელოდება.

„ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ახალქალაქის პოლიციის სამმართველოს იზრუნოს იმაზე, რომ ამ სუბიექტების ვინაობა დაადგინოს. დავაკისრებთ სახდელს და შემდეგ ვიზრუნებთ საკულტო ნაგებობის ცდომილების ან ხარვეზის გამოსწორებაზე. თუ ეს დაფიქსირდა“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

მისი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ ჩავლენ კორხში.

სოფელ კორხის, წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები 2019 წლის 12 მაისს გამოვლინდა. აქ ადგილობრივების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა ძეგლს იერსახე მთლიანად შეუცვალა.

ამავე წლის 28 მაისს, „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაიღო კადრები, თუ როგორ შლიდნენ მშენებლები ძალაყინით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის კედლებს.

უნებართვოდ დანგრეული და აღდგენილი ეკლესია ახალქალაქში – კორხში სამუშაოები დასრულდა

უნებართვოდ დანგრეული და აღდგენილი ეკლესია ახალქალაქში – კორხში სამუშაოები დასრულდა

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]
კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება
‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს