FM97.5 / LIVE

სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო

მთავარისიახლე, სამართალი 20.06.2019
დღეს, 20 ივნისს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელიც სოფელ კორხის ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობის ინიციატორის სამართალდარღვევის კანონიერება უნდა დაედგინა, ისევ გადაიდო.

სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
„მოგეხსენებათ, რომ საქმეს თავიდანვე აწარმოებდა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი, ლევან ჭავჭავაძე. მან დღეს სასამართლოზე დასწრება, გადაუდებელი საქმის გამო, ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ დავაყენე შუამდგომლობა სასამართლო პროცესი 28 ივნისს გადაგვედო. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტმა ალექსანდრე ჩიხრაძემ.

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძრის უნებართვო მშენებლობის ინიციატორი, იური წარუკიანი ძეგლთა დაცვის სააგენტომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 21 მაისს, 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, რომლის კანონიერებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველადი ინსტანციის სასამართლო დაადგენს.

წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაისში დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს.

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
დამნაშავე არ იკვეთება, თუმცა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – კორხის ეკლესიის ამბავი
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე
‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე