FM97.5 / LIVE

‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2019
ხვალ 30 მაისს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტი ახალქალაქში, სოფელ კორხში ჩავა და ადგილზე შეამოწმებს არსებულ მდგომარეობას.

‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივები სააგენტოს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, მაშინ სამართალდამცავებს მიმართავენ.

„თუ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები ისევ გრძელდება, შესაძლებელია მეორე ჯარიმაც დავაკისროთ. თუ ამანაც არ იმოქმედა უკვე წავა სისხლის სამართლებრივი პროცესი, ჩავრთავთ შესაბამის უწყებას, რადგან ეს პროცესი არის შესაჩერებელი, იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა“, – ამბობს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

სოფელ კორხში, წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები 12 მაისს დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს.

კორხის ტაძარი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

უნებართვოდ დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს საუბარი არ სურს.

„ამ საკითხზე დაურეკეთ სამცხე–ჯავახეთის ეპარქიის ხელმძღვანელს“, – გვითხრა ვაზგენ ამირხანიანმა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს კი სომეხთა ეპარქიის სამცხე–ჯავახეთის და წალკის არქიმანდრიტმა მაღაქია ამირანიანმა არ უპასუხა.

უნებართვოდ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი იური წარუკიანი ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი 5000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, კორხში სააგენტოს მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და სამუშაოები გააგრძელეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეკლესის რეაბილიტაციის ნებართვას სამი წელია ითხოვენ, აღნიშნული ტაძარი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

"სოფელი სამი წელი ელოდა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს რეაბილიტაციის ნებართვაზე. რადგან პასუხი არ მოვიდა შევიკრიბეთ სოფელი და გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ დაგვეწყო რემონტი. ეკლესიიდან ქვები ცვიოდა და საშიში იყო. სხვებთან ერთად მეც დავაფინანსე მშენებლობა", – ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში იური წარუკიანი.

მისი თქმით, დღეს, 29 მაისს ეკლესიაზე სამუშაოები არ განახლებულა: "ამჟამად ტერიტორიას ასუფთავებენ".

შევიდა თუ არა წერილი ეკონომიკის სამინისტროში და რატომ ვერ მიიღეს ადგილობრივებმა პასუხი უწყებისგან, უცნობია. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს
კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება
კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]