FM97.5 / LIVE

ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქში, სოფელ კორხში წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს

„სამხრეთის კარიბჭე“ სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის - მოქალაქე იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული.

უნებართვო სამუშაოებზე, რომელიც მაისის თვიდან დაიყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 10 მაისს გამოვლინდა. ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საწყის ეტაპზე ძეგლის გარშემო სარძიკვლის დონეზე უნებართვოდ ამოღებული მიწის ფენა დაფიქსირდა, რაც ძეგლს დაზიანების საფრთხეს თავიდანვე უქმნიდა.

უნებართვოდ განხორციელებული ქმედების გამოსწორებისა და განხორციებული სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით, მოქალაქე იურიკ წარუკიანს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება მისცა, რომლის საფუძველზეც მას რამდენიმე ვალდებულება განესაზღვრა:

• მოქალაქეს უნდა უზრუნველყო ძეგლზე ყველა ტიპის სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება (გარდა საძირკვლის სამუშაოებისა);

• სპეციალისტების ზედამხედველობით, ეკლესიის საძირკველი (ამოთხრილ ნაწილში) უნდა გამაგრებულიყო რკინა-ბეტონის გამოყენებით. ვიდეო გადაღებით აღბეჭდილი სამუშაოების პროცესი კი უნდა წარმოადგენილიყო სამუშაოების ანგარიშთან ერთად;

• ერთი თვის ვადაში მესაკუთრეს უნდა უზრუნველყო დანარჩენ სამუშაოებზე (საძირკვლის სამუშაოს გარდა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოპოვება;

• მიღებული ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;

წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, დაკისრებული ვალდებულებები სამშენებლო პროცესის ინიციატორის - იურიკ წარუკიანის მიერ სრულად უგულვებელყოფილი აღმოჩნდა. კანონით განსაზღვრული ქმედებების შეუსრულებლობის გამო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი 21 მაისს სააგენტომ 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, რომლის კანონიერებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველადი ინსტანციის სასამართლო 30 მაისს დაადგენს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არაოფიციალური ინფორმაციით, უნებართვო სამუშაოების ორგანიზებისთვის იურიკ წარუკიანის გაფრთხილებისა და 5000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაინც გრძელდება, რამაც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოშვას.
შესაძლო სამართალდარღვევის მორიგი ქმედების ფაქტს სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხვალვე შეისწავლიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
ტიმოთესუბნის ტაძარში სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს