FM97.5 / LIVE

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ხვედელიანის საქმეს ეხმაურება

მთავარისამართალი 08.07.2013
"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მისი თანამშრომლების საქმეზე პოზიციის წინასწარ დაფიქსირებისგან.

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ხვედელიანის საქმეს ეხმაურება
„უზენაესმა სასამართლომ, როგორც საკასაციო ინსტანციამ, რომელთანაც პოტენციურად შესაძლებელია რომ გაგრძელდეს საქმის განხილვა, თავი უნდა შეიკავოს კონკრეტულ საქმეზე საკუთარი პოზიციის წინასწარ დაფიქსირებისგან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის განხილვა გასაჩივრების შემთხვევაში მოუწევს სააპელაციო სასამართლოს, რომლის ობიექტურობაზეც ზემდგომი ინსტანციის წინასწარ დაფიქსირებულმა პოზიციამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც კოალიცია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

გთავაზობთ, განცხადების სრულ ვერსიას:

"გვსურს გამოვეხმაუროთ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა შსს-ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და სხვა პირების მიმართ, რომელიც 3 ივლისს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ზემოაღნიშნული პირების მიმართ წაყენებული ბრალდების სიმძიმესა და შინაარსზე. პროკურატურა ასევე აპელირებდა აღნიშნული საქმის მოსამართლის მხრიდან პროკურორთან გაუმართლებელ კომუნიკაციაზე. მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა უზენაესი სასამართლო, რომელმაც უარყო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ არასათანადო კომუნიკაციას მოსამართლესთან ადგილი ჰქონდა პროკურორის მხრიდან. 5 ივლისს კი რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ერთი ნაწილის პროტესტი გაუმართლებელ ფორმებში გადაიზარდა და კანონდარღვევის ხასიათი მიიღო. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პირველ რიგში, გვსურს ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მისი შინაარსის და წაყენებული ბრალდების სიმძიმის მიუხედავად, არ შეიძლება გახდეს სასამართლოზე თავდასხმისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ამგვარი პროტესტის საფუძველი. დადებითად ვაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ რეაგირებას ფაქტზე და ვიმედოვნებთ, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება. სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოხატული ზეწოლისა თუ შეურაცხყოფის ნებისმიერი ფორმა დროულად უნდა იქნეს აღმოფხვრილი, რაშიც სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ.

რაც შეეხება აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებს, მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა დაიწყოს შესწავლა მოსამართლესა და პროკურორს შორის სავარაუდო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. მათ შორის, სათანადო პროცედურების დაცვით, დადგინეს ჰქონდა თუ არა ადგილი მოსამართლის ან/და პროკურორის მხრიდან ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ” კანონის დარღვევას.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კვლავ ვაცხადებთ, რომ მიუღებელია სასამართლო ხელისუფლებასა და სხვა შტოებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ბრალდების მხარეს შორის არასათანადო კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა, კომუნიკაციის ინიციატორის მიუხედავად. სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია დროულად დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი არასათანადო კომუნიკაციას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.

გვსურს ასევე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიმართ, სადაც აღინიშნა შემდეგი: "ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მასალებს და მხარეთა შეჯიბრებითობის უმთავრეს პრინციპს." ჩვენთვის გაუგებარი რჩება თუ როგორ მივიდა უზენაესი სასამართლო მსგავს დასკვნამდე".

ცხადია, უზენაესი სასამართლო საქმის მასალებს ვერ შეისწავლიდა, რადგან საქმე ჯერ სააპელაციო სასამართლოშიც კი არ გასაჩივრებულა. ხოლო საქმის მასალების შესწავლის გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, ემყარებოდა თუ არა რომელიმე გადაწყვეტილება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ან უზრუნველყოფილი იქნა თუ არა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ, როგორც საკასაციო ინსტანციამ, რომელთანაც პოტენციურად შესაძლებელია რომ გაგრძელდეს საქმის განხილვა, თავი უნდა შეიკავოს კონკრეტულ საქმეზე საკუთარი პოზიციის წინასწარ დაფიქსირებისგან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის განხილვა გასაჩივრების შემთხვევაში მოუწევს სააპელაციო სასამართლოს, რომლის ობიექტურობაზეც ზემდგომი ინსტანციის წინასწარ დაფიქსირებულმა პოზიციამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს.ამასთან, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც აქვს უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც რეაგირება მოახდინოს მსგავს ფაქტებზე. კანონმდებლობა ცალსახად მიჯნავს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციებს ამ მიმართულებით.

დასასრულს გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით საგამოძიებო ორგანოების ქმედებებს და ასევე, შესაბამისი უწყებების რეაგირებას შესაძლო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი სამართლებრივი ანალიზი მხოლოდ წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი და მისი ოთხი თანამშრომელი, რომელთაც არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდათ ბრალი, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მომხდარს საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

4 ივლისს აქცია ბორჯომში გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ბორჯომში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 5 ივლისს აქცია ახალციხეში გაიმართა. მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. სასამართლოს შესასვლელი კარი კი ცოცხით ამოქოლეს. დღეს, 6 ივლისს, კი აქცია ბორჯომში მიმდინარეობს. აქციას გოგა ხაინდრავა და ირმა ინაშვილი შეუერთდნენ. მომდევნო აქცია 11 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაიგეგმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უზენაესი სასამართლო - პროკურატურა თავად ითხოვდა ხვედელიანის საქმეზე საპროცესო გარიგებას
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ
სამარცხვინო გარიგება "ოცნებასა" და "ნაცებს" შორის
კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით ახალციხეში აქცია უმართავი იყო
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს