FM97.5 / LIVE
განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რადგან, სინამდვილეში საოლქო პროკურატურა თავად იყო დაინტერესებული საპროცესო გარიგების გაფორმებით">

უზენაესი სასამართლო - პროკურატურა თავად ითხოვდა ხვედელიანის საქმეზე საპროცესო გარიგებას

მთავარისამართალი 05.07.2013
უზენაესი სასამართლო ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რადგან, სინამდვილეში საოლქო პროკურატურა თავად იყო დაინტერესებული საპროცესო გარიგების გაფორმებით

უზენაესი სასამართლო - პროკურატურა თავად ითხოვდა ხვედელიანის საქმეზე საპროცესო გარიგებას
"2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და კიდევ ოთხი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

უკვე ორი დღეა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურის მხრიდან არა მარტო არაზუსტი, არამედ, სასამართლოს დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები მოჰყვა.

დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, ახლაციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ სამხარეო პროკურორს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

საქმის ვითარება სრულიად საპირისპირო გახლდათ: ახალციხის საოლქო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა თავად იკითხეს, ადექვატური იყო თუ არა, ამ საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. სასამართლოს პასუხი გახლდათ შემდეგი: საპროცესო შეთახმება ფორმდება მხარეთა შორის და თუკი ასეთი დოკუმენტი სასამართლოში შემოდის, სასამართლო მას კანონით დადგენილი წესით განიხილავს.

სასამართლო აცხადებს, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებას, მთავარი პროკურატურის მხრიდან, არა მარტო საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, არამედ, ასეთი ინფორმაციის გავრცელებით პროკურატურა სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მასალებს და მხარეთა შეჯიბრებითობის უმთავრეს პრინციპს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მამუკა ხვედელიანი და კიდევ 4 პირი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. დღეს, 12.00 საათზე, ბორჯომში მათი ციხეში დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აქციის გამართვას ხვალ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გეგმავენ. დღესვე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გოჩა ჯეირანაშვილი არაოფიციალურ ვითარებაში ოლქის პროკურორს გივი პაპუაშვილს შეხვდა და შესთავაზა ბრალდებულებთან საპროცესო გარიგება გაეფორმებინა, რაზეც უარი მიიღო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით ახალციხეში აქცია უმართავი იყო
"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ხვედელიანის საქმეს ეხმაურება
ოლქის პროკურორი - მოძალადეებთან საპროცესოს არ ვაფორმებთ
პროკურატურა კვლავ ხვედელიანის საქმეზე მუშაობს
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
საქმეზე, რომელშიც სამმართველოს უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ, საპროცესო ფორმდება