FM97.5 / LIVE

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით ახალციხეში აქცია უმართავი იყო

მთავარისამართალი 05.07.2013
საქართველოს უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარე კოსტანტინე კუბლაშვილის თქმით, ხვედელიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი აქციებით არ შეიცვლება.

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით ახალციხეში აქცია უმართავი იყო
კონსტანტინე კუბლაშვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აქცია უკონტროლო იყო და პოლიცია წესრიგს არ იცავდა.

„ახალ ციხის სასამართლოში რამდენიმე მანდატური გავაგზავნეთ, რომ სასამართლო დაცული ყოფილიყო, მაგრამ პოლიციის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ისინი იდგნენ გვერდით და უყურებდნენ თუ როგორ ესროდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ქვებს, ამის შედეგად ჩაამსხვრიეს სასამართლოს ფანჯარა და ერთ-ერთი თანამშრომელი სახის არეში დაშავდა,“-განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა გამოიძიონ ახალციხეში მომხდარი.

რაც შეეხება ხვედელიანის განაჩენს, „ყველამ კეთილი უნდა ინებოს და გაასაჩივროს ზემგდომ ინსტანციებში“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ , ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული კიდევ 4 პირის გათავისუფლება გააპროტესტეს.

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, ასევე, ბორჯომის ყოფილი გამგებელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა ხვედელიანი და მისი 4 თანამშრომელი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არათუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო ბრალდების ნაწილში, შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა", - ასე ახსნეს განაჩენი ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

ამ განაჩენის გამო საპროტესტო აქციები მეორე დღიდან, 4 ივლისიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ბორჯომში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. დღეს 5 ივლისს კი აქცია ახალციხეში გაიმართა. მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. სასამართლოს შესასვლელი კარი ცოცხით ამოქოლეს. აქციის მიმდინარეობისას გატყდა შენობის მეორე სართულის ფანჯარა. მომხდარის გამო დაზიანება მიიღო სასამართლოს თანამშრომელმა, სხდომის მდივანმა გიორგი ჩიტაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს მთავარი პროკურატურა და უზენაესი სასამართლო. პროკურატურაში აცხადებენ რომ მოსამართლე პროკურორს საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო, უზენაეს სასამართლოში ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ საპროცესოს თავად პროკურატურა ითხოვდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს
უზენაესი სასამართლო - პროკურატურა თავად ითხოვდა ხვედელიანის საქმეზე საპროცესო გარიგებას
სამარცხვინო გარიგება "ოცნებასა" და "ნაცებს" შორის
აქციის მონაწილეები ბორჯომში გზის გადაკეტვას აპირებენ
"ოცნების" ბორჯომის ორგანიზაცია - არც ქვა და არც კვერცხები ჩვენ არ გვისვრია