FM97.5 / LIVE

ხაინდრავა - ხვედელიანის შემდეგ მერაბიშვილი და ახალაია გამოვლენ გარეთ

მთავარიპოლიტიკა 06.07.2013
„ხვედელიანი არის სასინჯი ქვა, რომლის შემდეგაც დადგება საკითხი მერაბიშვილის, ახალაიასა და მსგავსი დამნაშავეების გარეთ გამოსვლის შესახებ, რასაც ქართული საზოგადოება არ დაუშვებს“, - აცხადებს ხაინდრავა

ხაინდრავა - ხვედელიანის შემდეგ მერაბიშვილი და ახალაია გამოვლენ გარეთ
მისი თქმით, ხეობაში, სადაც ახლა იმყოფებიან, ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სიმართლეს, სინდისსა და თავგანწირვას: „ამიტომ ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, რადგან რაც ახალციხეში რამდენიმე დღის წინ მოხდა, ეს მთელ საქართველოს ემუქრება. ეს არის ღირსების აყრა ქართველი ხალხისთვის, ეს არის ძალადობის პროპაგანდა. 9 წლის განმავლობაში რასაც ბარბაროსული რეჟიმი სჩადიოდა, ეს იმის გაგრძელებაა“.

ხაინდრავა აცხადებს, რომ კუბლაშვილის სახით დღეს საქართველოში სასამართლო სისტემას დამნაშავე უდგას სათავეში: "ჩვენ აქედან ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ბოროტმოქმედების მოცილებას ხელისუფლების იმ შტოდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის სასამართლო. იმას, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ციხის კადრები და ის, რაზეც ჩვენ დღეს აქ ვართ შეკრებილი, ნამდვილად ხდებოდა და მას თავისი ავტორები ჰყავს, ან არ ხდებოდა. ჩვენ ვითხოვთ გაგვარკვიონ ადგილი ჰქონდა წამებას თუ ცილისწამებას".

შეგახსენებთ, ბორჯომსა და ახალციხეში საპროტესტო აქციები არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული 5 პირის გათავისუფლების გამო დაიწყო. 4 ივლისს აქცია ბორჯომში გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ბორჯომში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 5 ივლისს აქცია ახალციხეში გაიმართა. მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. სასამართლოს შესასვლელი კარი კი ცოცხით ამოქოლეს. დღეს, 6 ივლისს, კი აქცია ბორჯომში მიმდინარეობს. აქციას გოგა ხაინდრავა და ირმა ინაშვილი შეუერთდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები კუბლაშვილის გადადგომას ითხოვენ
ბორჯომში საპროტესტო აქცია დასრულდა
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო

ირმა ინაშვილი ბორჯომელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
აქციის მონაწილე - ჯიბის მოსამართლეები უნდა გაასამართლონ
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ