FM97.5 / LIVE

სამარცხვინო გარიგება "ოცნებასა" და "ნაცებს" შორის

მთავარისამართალი 07.07.2013
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მისი თანამშრომლების გათავისუფლება ან "ნაციონალებისა" და "ოცნების" გარიგებაზე მიუთითებს, ან პარლამენტის უსუსურობაზე.

სამარცხვინო გარიგება "ოცნებასა" და "ნაცებს" შორის

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გოჩა ჯეირანაშვილის მიერ 3 ივლისს გამოტანილ განაჩენს ბაღათურია ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება.

"სამარცხვინო გარიგება ოცნებასა და ნაცებს შორის, თუ სამარცხვინო უსუსურობა პარლამენტის...

ახალციხის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა ბორჯომის პოლიციის უფროსი და კიდევ ორი პოლიციელი რომლებიც დაკავებული იყვნენ ადამიანთა წამების გამო. ერთ ერთი მათი ნამოქმედარი არის პატიმრის გაუპატიურება სკამის ფეხით ...

ეს არის შედეგი "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრთის უპრინციპობისა და პარლამენტში ზარზეიმით მიღებული "სასამართლო რეფორმის", რომლის მიხედვით, მართლმსაჯულება იგივე ხალხის ხელში დარჩა, ვინც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა უკანონობას და ხელს უწყობდა სისატიკეს. ...

ეს არის შედეგი სამარცხვინო გარიგების "ქართულ ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" შორის ... თუ ვინმეს უნდა, იფიქროს, რომ ეს სამარცხვინო უსუსურობის შედეგია", - წერს ბაღათურია.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი და მისი ოთხი თანამშრომელი, რომელთაც არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდათ ბრალი, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მომხდარს საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

4 ივლისს აქცია ბორჯომში გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ბორჯომში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 5 ივლისს აქცია ახალციხეში გაიმართა. მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. სასამართლოს შესასვლელი კარი კი ცოცხით ამოქოლეს. დღეს, 6 ივლისს, კი აქცია ბორჯომში მიმდინარეობს. აქციას გოგა ხაინდრავა და ირმა ინაშვილი შეუერთდნენ. მომდევნო აქცია 11 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაიგეგმა.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ

ბორჯომში საპროტესტო აქცია დასრულდა
აქციის მონაწილე - ჯიბის მოსამართლეები უნდა გაასამართლონ
აქციის მონაწილეები კუბლაშვილის გადადგომას ითხოვენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს