FM97.5 / LIVE
პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს">

ირმა ინაშვილი ბორჯომელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

მთავარისამართალი 06.07.2013
ბორჯომის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო. აქ შეკრებილი ათობით ადამიანი ხვედელიანისა და მისი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს

ირმა ინაშვილი ბორჯომელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
დღეს ბორჯომში ადგილობრივებს თბილისიდან ჩამოსული სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

„ბორჯომელი ვარ და ვიცი აქ წლების განმავლობაში რაც ხდებოდა. ყველამ იცის, რომ ხვედელიანი არის მოძალადე. კარგია რომ ბორჯომელებმაც იაქტიურონ, მათ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ახლაც ხომ აღარ არის საშიში?! რიჟიმი ხომ შეიცვალა?!“, - ამბობს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი.

მისი თქმით, აქციები გაიმართება ახალციხეში და თბილისშიც: „ვფიქრობ, ამ აქციებით შედეგს მივაღწევთ, რადგან ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაცია გვიერთდება. ჩვენ შევხვდებთ ყველა ელჩს საქართველოში და სახალხო დამცველსაც“.

ინაშვილი აცხდებს, რომ მასშტაბური აქცია თბილისში უზენაეს სასამართლოსთან გაიმართება.

შეგახსენებთ, ბორჯომსა და ახალციხეში საპროტესტო აქციები არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული 5 პირის გათავისუფლების გამო დაიწყო. 4 ივლისს აქცია ბორჯომში გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ბორჯომში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 5 ივლისს აქცია ახალციხეში გაიმართა. მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. სასამართლოს შესასვლელი კარი კი ცოცხით ამოქოლეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ბორჯომში საპროტესტო აქცია დასრულდა
აქციის მონაწილე - ჯიბის მოსამართლეები უნდა გაასამართლონ
აქციის მონაწილეები კუბლაშვილის გადადგომას ითხოვენ
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ
ხაინდრავა - ხვედელიანის შემდეგ მერაბიშვილი და ახალაია გამოვლენ გარეთ