FM97.5 / LIVE

შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი

მთავარისამართალი 20.12.2013
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მირიან ჭუმბურიძე, რომელსაც მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის საქმე ჰქონდა, პროკურატურაში აღარ მუშაობს.

შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
მირიან ჭუმბურიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 17 დეკემბერს, ხვედელიანის საქმის განაჩენის გამოცხადებას აღარ ესწრებოდა. ბოლო სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მამუკა ქომოშვილი წარმოადგენდა.

მირიან ჭუმბურიძე იყო მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად ყოფილი ბრალდებულების პროკურორი, როგორც ახალციხის რაიონულ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც. ორივე ინსტანციის სასამართლოში სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით მირიან ჭუმბურიძის თანამდებობა სწორედ ხვედელიანის საქმეს შეეწირა.

თავად ჭუმბურიძე ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ პროკურატურა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მიზეზს, თუ რატომ წამოვიდა სამსახურიდან არ ასახელებს: “სხვაგან გადავედი სამუშაოდ, მაგრამ სად ამას ვერ გეტყვით“.

ჭუმბურიძის პროკურატურიდან გათავისუფლებას ხვედელიანის წაგებული საქმის გამო გამორიცხავს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თემო დოლიძეც: „ეს არის ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება“.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს განაჩენს ახალციხესა და ბორჯომში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. აქციის მონაწილეები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მათ ახალციხის სასამართლოს შენობას ცოცხები და კვერცხებიც დაუშინეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურორი - მოსამართლემ ხვედელიანის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ