FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 13.07.2018
მერიაში აცხადებენ, რომ ვეტერანებს სადავო შენობას არ დაატოვებინებენ ვიდრე თავშესაფარს არ ნახავენ. „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“ კი როგორც მესამე პირი ამბობს, რომ თუ მერია ვეტერანებს შენობას არ დააცლევინებს, მაშინ მერიას ამისთვის სასამართლოში უჩივლებს.

ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’
ფოტო: არქივი, მერის შეხვედრა ვეტერანებთან


„თუ შენობა არ უნდა დააცლევინოს მერიამ ვეტერანებს, მაშინ სასამართლოში რაღატო იჩივლა?! ეს შენობა სააგენტოს უზურფრუქტის წესით აქვს მერიიდან გადაცემული იმ ვალდებულებით, რომ აქ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა გაკეთდეს. რემონტი უნდა დაიწყოს და თუ შენობას დროულად არ დაგვიცლიან, მაშინ ჩვენ, როგორც საქმეში მესამე პირები მერიას სასამართლოში ვუჩივლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღებულ ვალდებულებას ვერ შევასრულებთ“, – ამბობს „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ახალციხის მერიამ ვეტერანებს, მიმდინარე წლის 23 თებერვლას, ანუ მას შემდეგ რაც მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, საცხოვრებლად სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ვეტერანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ შესაძლოა, მერის შეთავაზება არ მიიღონ, რადგან სამივე ფართი ქალაქიდან მოშორებითაა.

ამ შეხვედრიდან დღემდე, ვეტერანებს ალტერნატიულ ფართებთან დაკავშირებით ახალციხის მერიასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ.

„კიდევ ვეცდებით რომ სხვა ალტერნატიული ფართები გამოვნახოთ და აქ მცხოვრებლებს შევთავაზოთ“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.

ვეტერანების საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა. საბოლოო გადაწყვეტილებით მათ უკანონოდ დაკავებული შენობა უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ
ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს