FM97.5 / LIVE

ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.02.2018
ახალციხის მერმა ვეტერანებს, რომლებიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობიდან უნდა გამოასახლონ, საცხოვრებელი ფართები შესთავაზა.

ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ვეტერანების ოთხ ოჯახს, დღეს 23 თებერვალს მერიაში შეხვდა. მან სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულებს საცხოვრებელი ფართები ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში, ასევე ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილ შენობაში და ახალციხეში, უსახლკაროთა იმ თავშესაფარში შესთავაზა, რომელიც წლების წინ აშენდა, თუმცა ამ დრომდე უფუნქციოდაა.

„მიუხედვად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ჩვენ ღია ცის ქვეშ ვერ დაგტოვებთ. ამიტომ მოვიკვლიეთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები, სადაც ცხოვრების უფლებას მოგცემთ. არცერთია ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩვენ სხვა ალტერნატიული ფართი არ გვაქვს. ყველა ეს შენობა მოვიარე და საცხოვრებლად ნორმალური პირობებია“,–განუცხადა ზაზა მელიქიძემ ვეტერანებს.

ამასთან ერთად, მელიქიძემ ვეტერანებს თავიანთი სურვილის მიხედვით სოფლებში ფართის მოკვლევაც შესთავაზა: „თუ ნახავთ ისეთ შენობას, რომელიც არავის საკუთრებაშია და იქ იცხოვრებთ, მერია შესახლებაში დაგეხმარებათ“.

ვეტერანები აცხადებენ, რომ მერის შეთავაზებაზე ამ წუთში პასუხი არ აქვთ, და გადაწყვეტილებას ერთობილვად მიიღებენ. თუმცა, ყველა მათგანი აქცენტს იმაზე აკეთებეს, რომ შეთავაზებული სამივე ალტერნატიული ფართი ქალაქის ცენტრიდან მოშორებულია.

„ყველა დასახელებული ალეტრნატიული ფართი ქალაქიდან მოშორებულია. მერიას ჩვენ გადაწყვეილტებას აუცილებლად შევატყობინებთ“, – ამბობს ერთ–ერთი ვეტერანის მეუღლე მაია გიორგაძე.

რა ფორმით გადასცემს მერია ვეტერანებს საცხოვრებელ ფართს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „ჯერ გვითხრან რომელ ფართს აირჩევენ და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ დავუკანონებთ თუ დროებით შევასახლებთ“.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასმართლომ ვეტერანების სკოლის ყოფილი შენობიდან გამოსახლების გადაწყვეტილება 21 თებერვალს მიიღო. გადაწყვეტილების გამოტანამდე კი ახალციხის მერი აცადებდა, რომ ქალაქს საკუთრებაში რაიმე ფართი, რასაც ვეტერანებს თავშესაფრად შესთავაზებდა არ ჰქონდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’
ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან