FM97.5 / LIVE

ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ ფართს დაატოვებინებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 12.07.2018
სადავო შენობაში შესახლებული ვეტერანების საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, ამიტომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ ყოფილი სკოლის შენობა უნდა დატოვონ, ძალაში რჩება.

ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ

„უზენაესი სასამართლოს განჩინება უკვე ჩამბარდა. ამის შემდეგ ვეტერანებმა შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, მათ აქ დარჩენისთვის დროს ვეღარავინ მისცემთ, რადგან ამ შენობაში გადამზადების ცენტრი უნდა გაკეთდეს და სარემონტო სამუშაოები დაიწყოს“, – ამბობს ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ადვოკატი ეკა აბაშიძე.

სადავო შენობაში, პეტრე იბერის N17-ში საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრს სწორედ აღნიშნული ააიპ–ი აკეთებს. თუმცა, იმის გამო რომ სკოლის ყოფილი შენობა ვეტერანებმა უკანონოდ დაიკავეს, 2016 წლიდან აქ სარემონტო სამუშაოების განხორციელება შეჩერდა.

მას შემდეგ რაც მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ვეტერანებს ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ საცხოვრებლად სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ვეტარანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ შესაძლოა, მერის შეთავაზება არ მიიღონ, რადგან სამივე ფართი ქალაქიდან მოშორებითაა.

აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა