FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით, თვითმმართველობა სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულ ოთხ ოჯახს, თავშესაფარს ვერ გამოუყოფს, რადგან მუნიციპალიტეტს შესაბამისი ფართი არ აქვს.

ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’

21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალციხის მერიის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის პოზიცია უნდა დააფიქსიროს, შეუძლია თუ არა თვითმმართველობას მოდავე მხარისთვის, ვეტერანების ოთხი ოჯახისთვის თავშესაფრის გამოყოფა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ თვითმმართველობას ფართი, რომელშიც ვეტერანების ოთხ ოჯახს შეასახლებს, არ აქვს: „ქალაქს არ აქვს ახალგაზრდული ცენტრი, საგამოფენო დარბაზი, ორი ბაღი გვენგრევა ქალაქში და იქ ბავშვების ყოფნა საშიშია. ასეთ ვითარებაში, რეალურად ფართი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ეს ოჯახები დავაკმაყოფილოთ“.

მელიქიძის თქმით, ერთადერთი ფართი, რაც ქალაქში არის, ეს არის წლების წინ მოწყობილი სახლი, რომელიც მიუსაფართთვის მხოლოდ ერთი ღამის გასათევად გაკეთდა: „თუმცა ის მხოლოდ ერთი ღამისთვისაა, იქ ოჯახი ვერ შევა და ვერ იცხოვრებს. რეალურად საკუთრებაში სხვა ფართი არ გვაქვს“.

ახალციხის მერი იმ ოთხი ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, უკვე შეხვდა და ესაუბრა: „ამბობენ, რომ სოფლები მიატოვეს და წამოვიდნენ. ახლა რომ მათ ფართი მივცე, მინიმუმ 1000 კაცი მომადგება მეორე დღეს სოფლებიდან და მუნიციპალიტეტს ბინებს მოსთხოვენ. უამრავი გაჭირვებული ადამიანია მუნიციპალიტეტში, რომელბსაც სახლები თავზე ენგრევათ“.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვლას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვეტარანების საქმის განხილვა, იმ მიზეზით გადაიდო, რომ მხარეები (ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ვეტერანების ოთხი ოჯახი) შესაძლოა მორიგდნენ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს