FM97.5 / LIVE

ვეტერანების საქმეზე ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 07.01.2017
ახალციხის მერია ყოფილი სკოლის შენობაში შესახლებულების საქმეზე სასამართლოში შესატანად საჩივარს ამზადებს;

ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე ყოფილი სკოლის შენობა, რომელიც ვეტერანებმა და მათი ოჯახის წევრებმა თვითნებურად დაიკავეს, ახალციხის მერიის ბალანსზეა რიცხული. ამიტომ მერია სასამართლოში მათ გამოსახლებას მოითხოვს.

აღნიშნული შენობა ქალაქის თვითმმართველობას ეკონომიკის სამინისტრომ მიზნობრივად გადასცა (ბრძანება N1/1-565). აქ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას. ცენტრის გასახსნელად კი მერიამ ეს შენობა ააიპ „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოსგან“ უზურფრუქტის წესით გადასცა.

მერიაში გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვეტერანების გამოსახლება სასამართლოს გზით ითხოვენ მას შემდეგ მიიღეს, რაც თვითმმართველობას წერილობით „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ“ მიმართა.

„სააგენტოს სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი უთხრა. ამიტომ მოგვმართეს ჩვენ. სარჩელის მოსამზადებლად სააგენტოდან მასალები უკვე გამოვითხოვე. სარჩელს ვამზადებთ და ვეტერანების გამოსახლებას მოვითხოვთ“, – ამბობს ახალციხის მერიის იურისტი მერი გოგოლაური.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს იგივე მოთხოვნით „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ“ 2016 წლის 25 ნომებერს მიმართა. თუმცა, მოსამართლის განჩინების მიხედვით სააგენტოს საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა.

„მიზეზი იყო ის, რომ ამ საჩივარში არ ჩანდა მესაკუთრის, ანუ მერიის პოზიცია. ამის მერე ეს დოკუმენტები ჩვენი თანდართული წერილით მერიაში წარვადგინეთ“, – ამბობს „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ადვოკატი ეკა აბაშიძე.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლო მერიის მიერ წარდგენილ საჩივრის განხილვას დაიწყებს, სააგენტო აქ ჩართული მესამე პირად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’