FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2018
მიუხედავად იმისა, რომ სადავო შენობაში შესახლებული ვეტერანები ქალაქგარეთ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებში ცხოვრებაზე უარს ამბობენ, ახალციხის მერი მათ დამატებით კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, ოღონდ ისევ ქალაქიდან მოშორებით.

ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ვეტერანებს საცხოვრებლად ფართს, ისევ, ვალეში ყოფილი პროფესიული სასწავლებლის, წყალთბილაში ყოფილი ლაბორატორიის და სხვილისში ყოფილი სკოლის შენობებში სთავაზობს.

„სოფლებში არის კიდევ შენობები, რომლებზეც შეიძლება ფიქრი. ჩვენ ქალაქში არ გვაქვს ალტერნატიული ფართი, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედვად მათ ღია ცის ქვეშ ვერ დავტოვებთ“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

დღეს, 2 აგვისტოს, ვეტერანები მერთან შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ. თუმცა, მათ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვეს. მერიაში კი ამბობენ, რომ ზაზა მელიქიძესთან ვეტერანების შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა: „მერი მათ ალტერნატიული ფართების საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კიდევ შეხვდება“.

ვიდრე ვეტერანები მერთან ალტერნატიულ ფართზე შეთანხმდებიან, ცხოვრება ისევ სადავო შენობაში მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრის მოსაწყობად სარემონტო სამუშაოები უკვე იწყება.

„ის ადგილი, სადაც სამუშაოები იქნება, დაცვის მიზნით შემოვღობავთ და პარალელურად, დროებით, ვეტერანებიც იქ იცხოვრებენ“, – ამბობს ახალციხის მერი.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა. საბოლოო გადაწყვეტილებით მათ უკანონოდ დაკავებული შენობა უნდა დატოვონ.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’
ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’