FM97.5 / LIVE

ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დღეს განაჩენს გამოუტანენ?

მთავარისამართალი 24.06.2013
ამ წუთებში ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის ხვედელიანის დასჯის მოთხოვნით მდუმარე აქცია მიმდინარეობს, სასამართლო დარბაზში კი ადვოკატები და პროკურორი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დღეს განაჩენს გამოუტანენ?
აქცია და ბოლო, ან ბოლოს წინა სასამართლო პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. ბორჯომელი მოქალაქეები ტრანსფარანტებით - „დაისაჯონ ცოცხოსნები“, „დამნაშავეები ციხეში“ - სასამართლოს წინ დგანან.

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში ძალადობდნენ მოქალაქეებზე. მათ ყველაფერთან ერთად ახალგაზრდა ბიჭი გააუპატიურეს. ვითხოვთ, სათანადოდ დაისაჯოს ხვედელიანი. იმედი გვაქვს, სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს“,-ამბობს ბორჯომელი ზურაბ ხაჩიძე.

ისევე როგორც სასამართლოს შენობის გარეთ, უჩვეულოდ ბევრი ადამიანია დღეს სასამართლოს დარბაზშიც. განსაკუთრებით მობილიზებულია დაცვა. სასამართლოს მანდატურებთან ერთად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიასა და დარბაზში, წესრიგს იცავს პოლიციაც.

ხვედელიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღეს ბოლო ან ბოლოს წინა პროცესი იმართება. სასამართლოს გადაწყვეტილებით პროცესი დახურულია. იმ შემთხვევაში, თუ დღეს მოსამართლე განაჩენს გამოიტანს, გადაწყვეტილების წაკითხვისას პროცესი ღია იქნება.

„სამხრეთის კარიბჭე“ პროცესის ღია ნაწილს დაესწრება და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დღის ბოლომდე შეგატყობინებთ.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯის მოთხოვნით აქცია იმართება. სასამართლო პროცესის პარალელურად ბორჯომის მცხოვრებლებმა აქცია 20 მარტსაც გაიმართეს.

ხვედელიანი, 2012 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში დააკავეს. ხვედელიანი წლების განამვლობაში მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად იყო წარდგენილი. ხვედელიანს ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 /2 ა. ბ.ე, 143/ 3 ა, 333/ 3, ბ გ 147 / 1 და 148 მუხლებით ედება. მისი სასამართლო პროცესები მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]

ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს