FM97.5 / LIVE

ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო

მთავარისამართალი 13.02.2013
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესი, რომელიც დახურული იყო, ნახევარი საათის წინ დასრულდა.

ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
პროცესი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი დაზარალებული ვალერი გელაშვილი იკითხებოდა.

სასამრთლო პროცესი დახურული იყო. სასამართლოს დახურვის შესახებ შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, თუმცა ის მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

- ’სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის გამოყენებით, პროცესი მხოლოდ დაზარალებულის ერთ-ერთი ეპიზოდის გამოკვლევასთან დკავშირებით დავხურეთ’, - გვითხრა მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა.

მისივე განამრტებით, პროცესზე, გარდა ერთი დაზარალებულისა, მეტის დაკითხვა ვერ მოხერხდა: ’ვეღარ მოვასწარით, დროში ვეღარ ჩავეტიეთ’.

პროცესის დასრულების შემდეგ, პრესასთან კომენტარი მხოლოდ სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ბლიაძის (რომელიც ხვედელიანთან ერთად დააკავეს) ადვოკატმა გააკეთა.

- ’აბსურდული პასუხებია გაცემული დასმულ კითხვებზე. ალექსანდრე ბლიაძის მიმართებაში ერთი რამ გამოიკვეთა, ამოცნობის ოქმი, რომელიც ჩატარდა 29 ნოემბერს ოლქის პროკურატურაში დადასტურდა რომ ყალბია’, - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ბლიაძის ადვოკატმა დემურ ალხაზიშვილმა.

ეს ხვედელიანის საქმესთან დაკავშირებით მეორე სასამართლო პროცესი იყო. მომდევნო პროცესი 20 თებერვალს ჩაინიშნა.

ხვედელიანს ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 /2 ა. ბ.ე, 143/ 3 ა, 333/ 3, ბ გ 147 / 1 და 148 მუხლებით ედება.

ხვედელიანი, 2012 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში დააკავეს. ხვედელიანი წლების განამვლობაში მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად იყო წარდგენილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დღეს განაჩენს გამოუტანენ?
ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]