FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ

მთავარისამართალი 29.05.2013
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ხვედელიანის პროცესზე ბრალდებულებს დაკითხავენ. გიორგი ბლიაძემ, სერგო სამსონიძემ და ალექსანდრე ბლიაძემ სასამართლოს ჩვენება გასულ კვირას მისცეს. დღეს კი მამუკა ხვედელიანსა და გიორგი ლომიძეს დაკითხავენ.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, ბლიაძეებმა და სამსონიძემ თავი დამნაშავედ არ სცნეს და განაცხადეს, რომ ჩვენებები პროკურატურას ზეწოლის შედეგად მისცეს.

სასამართლო პროცესზე იმყოფება ”სამხრეთის კარიბჭეც”. რას იტყვიან დღეს პროცესზე ხვედელიანი და ბლიაძე, ამის შესახებ პროცესის დამთავრებისთანავე მოგითხრობთ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხვედელიანისა და მისი თანამშრომლების საქმის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლო მტკიცებულებებს რამდენიმე თვეა იკვლევს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი პროცესი გაიმართა, მათ შორის, იყო დახურული პროცესებიც. ერთ-ერთი პროცესი კი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ბორჯომში მცხოვრებლები ხვედელიანის დასჯას ითხოვდნენ.

მამუკა ხვედელიანს, ალექსანდრე ბლიაძეს, სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი ედებათ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში. კერძოდ, ხვედელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 /2 ა. ბ.ე, 143/ 3 ა, 333/ 3, ბ გ 147 / 1 და 148 მუხლებით ედება. ხვედელიანი, 2012 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში დააკავეს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად იყო წარდგენილი.

დაზარალებული ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ ხვედელიანის ბრძანებით, იგი ცემეს, სკამის ფეხით გააუპატიურეს და ფოტოები გადაუღეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
მოსამართლე ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე განაჩენს აცხადებს

ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დღეს განაჩენს გამოუტანენ?