FM97.5 / LIVE

ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.06.2013
ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ბელა მოდებაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს
მოდებაძეს უფლებამოსილება რამდენიმე საათის წინ შეუწყდა. ამის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა განუცხადა.

მოდებაძემ გათავისუფლების შესახებ არაფერი იცის. ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს უფლებამოსილება იმ მიზეზით შეუწყდა, რომ მან თავის დროზე წიგნებთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არ მიიღო.

შეგახსენებთ, ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში ათასობით წიგნი დალპა. დამპალი წიგნები ”სამხრეთის კარიბჭემ” აღმოაჩინა. მას შედეგ, რაც ამის შესახებ მასალა მომზადდა, დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს. საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობდა, რომ მომხდარზე პასუხს კომპეტენტურ პირს აუცილებლად მოკითხავდა.

დღეიდან აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია. ვინ შეასრულებს მოდებაძის მოვალეობას, ჯერჯერობით უცნობია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია
ვის მოუწევს სამსახურის დატოვება ათასობით დამპალი წიგნის გამო
ლპობას გადარჩენილ წიგნებს ბიბილიოთეკის დარბაზში ვერ აბრუნებენ
რა ოდენობის ზარალი მიიღო ბიბლიოთეკამ ჯერ უცნობია
როგორ აპირებს დამპალი წიგნების გადარჩენას ჟუჟუნაძე?