FM97.5 / LIVE

რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა

მთავარისაზოგადოება 09.05.2013
”ნაციონალების” მიერ სარდაფში ჩაყრილი წიგნების ბედით, არც ხელისუფლებაში მოსული ”ოცნება” დაინტერესდა. ახალციხის ბიბლიოთეკაში წელიწადნახევარია ათასობით წიგნი ლპება; მშენებლობის მანიით დაშვებული შეცდომა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა; ვინ არის დამნაშავე და ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება;

რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა
ორი წლის წინ ქალაქში დაწყებული მშენებლობების ბუმში ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკაც მოხვდა. 2011 წლის დეკემბერში თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა ”ნაციონალურმა” მთავრობამ საზეიმო ვითარებაში გახსნა. თუმცა მაშინ, როცა აქ პრეზიდენტი ლენტს ჭრიდა, ბიბლიოთეკის ნახევრად სველ სარდაფში 30 ათასამდე წიგნი იმ მიზეზით ეწყო, რომ ახალ საგამოფენო დარბაზებში არ დაეტია.

ბიბლიოთეკის მენეჯერის თინათინ კაპანაძის თქმით, იმ დროისთვის საკრებულოს თავმჯდომარემ, გამგებელმა, კულტურის სამსახურის უფროსმა და კულტურის დაწესებულებთა გაერთიანების ხელმძღვანელმაც იცოდნენ, რომ სარდაფში ჩატანილი წიგნები დალპებოდა.

მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ბიბლიოთეკის სარდაფში რომ წიგნები უკვე დალპა და ნაწილს გადარჩენა სჭირდება, ”ოცნების” თივთმმართველობაშიც იციან, თუმცა, ისევე როგორც ”ნაციონალებს”, არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს წიგნების გადასარჩენად ამ დრომდე ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

30 ათასამდე წიგნი სარდაფში მოათავსეს

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ”ვისოლის” შვილობილმა კომპანიამ ”ვილაჯიომ” ახალციხეში ყოფილი გუბერნიის შენობა იყიდა. სწორედ ამას მოჰყვა საინვესტიციო ვალდებულება 670 000 ლარად ”ვილაჯიოს” ახალციხეში ბიბლიოთეკა აეშენებინა, რომელიც მანამდე უკვე გაყიდული შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა.

ბიბლიოთეკის ყოფილი მენეჯერის ზაირა კაპანაძის თქმით, ბიბლიოთეკის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მათთვის წიგნადი ფონდის რაოდენობის შესახებ არავის უკითხავს.

”მშენებლობა ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა, რომ შევხედეთ იქ წიგნადი ფონდი ვერ განთავსდებოდა, ამის შესახებ დაველაპარაკე გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა, არცერთმა მათგანმა ჩემი ნათქვამი ყურად არ იღო”, - ამბობს კაპანაძე და ამატებს, რომ არ შეიძლებოდა ბიბლიოთეკის მშენებლობის ისე დაწყება, თუ წიგნების რაოდენობის შესახებ წინასწარ არ ეცოდინებოდათ.

ზაირა კაპანაძე სამსახურიდან მანამდე გაათავისუფლეს, ვიდრე ახალი ბიბლიოთეკა ფუქნციონირებას დაიწყებდა. ახალი მენეჯერის თქმით, კი მან ვისაც წიგნების რაოდენობა უნდა გაერკვია, მხოლოდ უკვე ყოფილი ბიბლიოთეკის ფოიეში განთავსებული წიგნადი ფონდი ნახა და საცავებით არ დაინტერესებულა: ”ვინ იყო არ ვიცი, მაშინ არ ვმუშაობდი, მაგრამ როცა დავინიშნე მშენებელს ვესაუბრე. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია წიგნადი ფონდის რაოდენობის შესახებ და ეგონათ, რომ ბიბლიოთეკაში მხოლოდ ის წინგები ინახებოდა, რომლებიც ფოიეში ეწყო”.

რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკამართლაც, ახალ შენობაში ყველა წიგნის განთავსება ვერ მოხერხდა. ამიტომ, დაახლოებით 100-ათასიანი ფონდიდან 30 ათასი სარდაფში მოათავსეს. სადარდაფი კი მას შემდეგ დაამატეს, რაც გაირკვა, რომ შენობა წიგნების სრულ რაოდენობას ვერ დაიტევდა.


”პროექტში ცვლილებები შეიტანეს, სარდაფი, სადაც წყლისა და სხვა საკომუნიკაციო მილები გადიოდა, აამაღლეს და საცავად გამოიყენეს. თუმცა, ეს საპროექტო წინადადებაში არსად არ იყო გათვალისწინებული. მშენებელს ფართის დამატების ვალდებულება არ ჰქონდა”, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ემზარ მღებრიშვილი.

სარდაფი წიგნების მოსათავსებლად გააფართოვეს, მაგრამ გარდა იმისა, რომ გალესეს, სხვა პირობა არ შეუქმნიათ. მას ტემპერატურის მარეგულირებელი და სავენტილაციო სისტემის მოწყობა სჭირდებოდა, თუმცა, გარდა ორი პატარა სარკმლისა, სხვა არაფერი გაუთვალისწინებიათ.

ნესტმა წიგნების დიდი ნაწილი დაალპო

”წიგნები რომ შევიტანეთ, კედლები ახალი გალესილი და სველი იყო. ვთქვით, რომ აქ წიგნები გაფუჭდებოდა, მაგრამ გვთიხრეს, რომ მალე გაშრებოდა”, - ამბობს ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ბელა მოდებაძე.

თინათინ კაპანაძის თქმით, მანამდე ვიდრე წიგნების ნაწილს სარდაფში განათავსებდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ფონდის ამ ნაწილის დროებით შესანახად ალტერნატიული ფართის გამოყოფა სთხოვეს. თუმცა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცარიელი შენობის გამონახვა ვერ მოხერხდა.

ბიბლიოთეკის მენჯერი ფიქრობს, რომ გაფუჭებულ წიგნებს შორის 15 ათასამდე ამოირჩევა. თუმცა, მათ ფოიეში ამოტანამდე თითოეული ფურცლის ფორმალინის ხსნარით დამუშავება სჭირდება: ”ჯერ სანეპიდსადგურმა დეზინფექცია უნდა ჩაატაროს, შემდეგ წიგნების დასამუშავებლად სპციალისტები გადაამზადონ, ყველა წიგნს მოაშორონ ჭია და საგამოფენო დარბაზებში მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამოვზიდოთ”.

კაპანაძის თქმით, რაც დამპალი და გახრწნილია, მათ დამუშავებას აზრი არ აქვს: ”ძალიან დიდი ნაწილი უკვე სულ განადგურებულია. დაახლოებით 3 500 წიგნი კი ჩამოსაწერია”. რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა

იმისათვის, რომ სანეპიდსადგურის წარმომდგენლები ახალციხეში ჩამოვიდნენ, თანხა ადგილობრივმა თივთმმართველობამ უნდა გამოყოს. თუმცა, ამ დრომდე ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული არაა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაში ყველა ინფორმირებულია, თუმცა, არა წერილობით, სიტყვიერად.

შექმნილი ვითარების შესახებ წერილობითი ფორმით მიმართვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ ასპანიძემ ბელა მოდებაძეს მას შემდეგ სთხოვა, რაც ”სამხრეთის კარიბჭის” ვებ-გვერდზე განადგურებული წიგნების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სწორედ ამის შემდგომ დაავალა მოდებაძემ კაპანაძეს წერილის მომზადება, რომელიც 29 აპრილს ჩაიბარა.

ვინ არის დამნაშავე?

”თუ ასეთი რამ ხდებოდა, ხომ უნდა მოემართათ ჩემთვის ბიბლიოთეკიდან?! მენეჯერს ახლა გავაკეთებინე წერილი, - ამბობს მოდებაძე და ამატებს, რომ როცა ოფიციალური საბუთი არ არსებობს, ძნელია ზემდგომს რაიმე მოსთხოვო - ახლა ისე ჩანს, რომ დამნაშავე მე და მენეჯერი ვართ, რადგან არ გავაგებინეთ თვითმმართველობას წიგნების ამბავი, არადა ფაქტია, რომ იცოდნენ, რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარი ხარჯებით რამდენიმე თარო ყოფილი გამგეობის შენობიდან გადმოგვატანინა და იქ ნაკლებად გაფუჭებული წიგნების ნაწილი დაახლოებით ორი თვის წინ დაგვალაგებინა”.

რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკამოდებაძე მომხდარში მშენებელსაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ვალდებული იყო სცოდნოდა ბიბლოთეკას რამდენი წიგნისთვის აშენებდა.

”ველაჯიოს” გენერალურ დირექტორს ლევან კალმახელიძეს კი მათ კომპეტენციაში ეპარება ეჭვი, ვინც სარდაფში წიგნები შეიტანა: ”იმხელა კომპეტენცია ხომ მაინც უნდა ჰქონოდათ, რომ სარდაფში, სადაც შესაბამისი ვენტილაცია არ იყო გაკეთებული, წიგნები არ შეეტანათ”.

”წიგნები თუ ლპებოდა, ბიბლიოთეკის თანამშრომლები სად იყვნენ აქამდე?!” - კითხულობს მღებრიშვილიც.

კალმახელიძესა და მღებრიშვილს ეთანხმება ბიბლიოთეკის ყოფილი მენეჯერი ზაირა კაპანაძეც. იგი მიიჩნევს, რომ მომხდარში დამნაშავე თინათინ კაპანაძე და ბელა მოდებაძე არიან. კითხვაზე, თავად რომ კვლავ მენეჯერი ყოფილიყო რას შეცვლიდა, გვპასუხობს: ”მაინც გამომიშვებდნენ, რადგან ერთ ამბავს ავტეხდი და წიგნებს არ დავალპობდი”.

იგი მომხდარში ადანაშაულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს იური ზარიძესაც და ამბობს, რომ ისევე როგორც გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, ზარიძეც საქმის კურსში იყო, რომ მშენებარე ბიბლიოთეკა წიგნებს ვერ დაიტევდა.

”ვინ მეკითხებოდა ბიბლიოთეკის აშენებას?! ამას გამგებელი და გუბერნატორი წყვეტდა. რომ დაპროექტდა და შემოღობეს, მის შემდეგ გავიგე, რომ იქ თურმე ბიბლიოთეკა შენდებოდა”, - აცხადებს ზარიძე.

ბიბლიოთეკაში წიგნების პრობლემის შესახებ თავიდანვე იყო ინფორმირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე, რომელიც ამჟამად გუბერნატორის მოადგილეა.

”ერთადერთი, რაც მაშინ შევძელით, იყო ის, რომ პროექტში სარდაფი ჩავასმევინეთ. სანამ გამგებელი ვიყავი, ვენტილაციის სისტემის მოწყობასაც ვგეგმავდით”, - გვითხრა დემეტრაძემ და დაამატა, რომ უფრო ადრე საჰაეროს გაკეთება არასაკმარისი ფინანსების გამო ვერ მოხერხდა.

ადვოკატი: ”მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდებიან”

ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ორმაგდება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი ვინც აღნიშნულის შესახებ იცოდა, თუმცა არ რეაგირებდა: ”ან არაპროფესიონალიზმთან გვავქვს საქმე, ან სამსახურეობრივ გულგრილობასთან და ან ძალიან იყო ვიღაცა დაინტერესებული იმით, რომ კონკრეტულად იმ ფირმას ჩაეტარებინა სამუშაოები, რომელმაც ჩაატარა”.

ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან და გამოძიება დაიწყება: ”ბოლო დროს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მშენებლობების მანია მოეძალათ, მთავარი იყო ლენტი გაეჭრათ და მათთვის ტაში დაეკრათ, შენობების ხარისხს კი არავინ დაგიდევდათ”.

სამარჯიშვილის თქმით, დაფინანსების წყაროს მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებული იყო დაინტერესებულიყო თუ მათ მუნიციპალიტეტში რა როგორ შენდებოდა.

მალხაზ გიქოშვილის ”სიმართლე”


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაკვეთით ბიბლიოთეკის შენობის პროექტი შპს ”ესსამ” გააკეთა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილის თქმით, ბიბლიოთეკა არსებული წიგნადი ფონდის რაოდენობის მიხედვით დაპროექტდა.

მიუხედავად იმისა, რომ ”სამხრეთის კარიბჭესთან” აღნიშნულს ყველა უარყოფს, გიქოშვილი ცდილობს დაგვიდასტუროს, რომ პროექტში საცავებიცა და საგამოფენო დარბაზებიც ყველა საჭირო მოთხოვნის გათვალისწინებით გაკეთდა: ”თავიდანვე იყო გათვალისწინებული ფართის ოდენობა, რაც მოგვაწოდეს წიგნადი ფონდი, ბიბლიოთეკაც იმის მიხედვით აშენდა”. რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა

”სამხრეთის კარიბჭემ” შპს ”ესსასა” და საკრებულოს შორის დადებული ხელშეკრულება წერილობით გამოითხოვა. თუმცა, სააღდგომო უქმეების გამო, მისი მიღება სტატიის გამოქვეყნებამდე ვერ მოხერხდა, შესაბამისად დაკავშირება ვერც პროექტის ავტორთან შევძელით.

ხელშეკრულების პირობებსა და იმის შესახებ, თუ როდის დაიწყებენ ბიბლიოთეკაში წიგნების დამუშავებას საგამოფენო დარბაზებში ამოსატანად, ”სამხრეთის კარიბჭე” მომავალში მოგიყვებათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას პასუხობს ბიბლიოთეკის პროექტის ავტორი გიქოშვილს
ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
არასწორად გავაშუქეთ თუ გვატყუებენ - ათასობით დამპალი წიგნის ამბავი
ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება
დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია
ახალციხის ბიბლიოთეკის ყოფილი მენეჯერი მოქმედ მენეჯრს პროკურატურაში უჩივის