FM97.5 / LIVE

ლპობას გადარჩენილ წიგნებს ბიბილიოთეკის დარბაზში ვერ აბრუნებენ

მთავარისაზოგადოება 29.09.2014
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლპობას გადარჩენილ და სპეციალური ხსნარით დამუშავებულ წიგნებს დარბაზში ვერ აბრუნებენ. მენეჯერი მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ არის.

ლპობას გადარჩენილ წიგნებს ბიბილიოთეკის დარბაზში ვერ აბრუნებენ

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკის სარდაფში 2011 წელს დაზიანებული წიგნების ის ნაწილი, რომელიც გაფუჭებას გადაურჩა და დეზინფექცია ჩაუტარდა, ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ვერ ამოაქვთ.

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ზაირა კელაპტრიშვილი ამბობს, რომ დაზიანებულ წიგნებს დეზინფექცია გაურკვეველი ხსნარით ჩაუტარდა და არ არის გამორიცხული, წიგნებმა მკითხველის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს: „თავის დროზე ეს წიგნები რაღაც გაურკვეველი ხსნარით შეიწამლა, თან ისე, როგორც კარტოფილს წამლავენ. დეზინფექცია მარტო იატაკს, მაგიდებს და კედლებს უნდა ჩატარებოდა და არა წიგნებს“.

კელაპტრიშვილის თქმით, ამ პროცესისთვის ბიბლიოთეკის მაშინდელ მენეჯერს უნდა ედევნებინა თვალი, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება: „ათასობით წიგნის გაფუჭებას კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მაშინდელი ხელმძღვანელი შეეწირა, თუმცა არანაირი რეაგირება არ იყო თინათინ კაპანაძეზე. არადა, საბიბლიოთეკო ფონდზე პასუხისმგებლობა, ყველა თანამშრომელთან ერთად, მენეჯერსაც ეკისრება“.

რა ხსნარით დამუშავდა დაზიანებული წიგნები, არც ბიბლიოთეკის მაშინდელმა მენეჯერმა თინათინ კაპანაძემ იცის. მისი თქმით, იმ პერიოდში ფეხმძიმედ იყო და პროცესისთვის თვალი არ უდევნებია: „როგორც ვიცი, ყველაფერი წესების დაცვით გაკეთდა. პირადად არ დავსწრებივარ ამ პროცესს, თუმცა ვიცი, რომ აღნიშნული ხსნარი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“.

წიგნებმა მკითხველის ჯანმრთელობაზე რომ არ იმოქმედოს, მათ დარბაზში დაბრუნებამდე კელაპტრიშვილი სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს: „უკვე ვესაუბრე ქალაქის მერს, გვინდა, რომ ამ წიგნების ექსპერტიზა ჩავატაროთ. უნდა დავადგინოთ რაიმე პრობლემას ხომ არ შეუქმნის მკითხველის ჯანმრთელობას“.

აღნიშნული წიგნები ამ დრომდე ახალციხის კულტურის სახლში ინახება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დეკემბერში, ახალაშენებული ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ფართის არარსებობის გამო, 30.000–მდე წიგნი სარდაფში შეინახეს. შესაბამისი კონდიცირების არარსებობის გამო კი წიგნების ნაწილი დაზიანდა. მას შემდეგ, რაც დაზიანებული წიგნები აღმოაჩინეს, ისინი ჯერ ხსნარით დაამუშავეს, შემდეგ კი მზეზე გააშრეს. თუმცა, დარბაზში არ დაუბრუნებიათ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია
ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს
ბიბილიოთეკის სარდაფიდან წიგნების ამოტანა დაიწყო
ახალციხის ბიბლიოთეკიდან დამუშავებული წიგნები გადააქვთ
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა