FM97.5 / LIVE
ბიბლიოთეკის სარდაფში არსებულ წიგნებს დეზინფექცია ჩაუტარდა. 30 ათასამდე წიგნიდან ნაწილი გაფუჭებას გადაურჩება.">

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.05.2013
ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში არსებულ წიგნებს დეზინფექცია ჩაუტარდა. 30 ათასამდე წიგნიდან ნაწილი გაფუჭებას გადაურჩება.

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
დეზინფექციის სამსახურიდან სპეცილასტები ახალციხის ბიბლიოთეკის სარდაფში მოთავსებული წიგნების შესაწამლად 10 მაისს ჩამოვიდნენ. სპეციალური ხსნარით სარდაფი და წიგნები, ასევე, საგამოფენო დარბაზებიც დამუშავდა.

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ბელა მოდებაძის განცხადებით, წიგნების შესაწამლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარამდე გამოიყო: ”სამი დღე წიგნები ჩახუთულ სივრცეში უნდა იყოს, შემდეგ გაიწმინდება მშრალი ტილოთი და დარბაზში განთავსდება”.

ბიბლიოთეკის მენეჯერის თინათინ კაპანაძის თქმით, საგამოფენო დარბაზებში მაქსიმუმ 10 ათასი წიგნის განთავსება შეიძლება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ თაროებს დაამატებენ.

”ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ალტერნატიული ფართი უნდა გამოინახოს, სადაც ამ წიგნების ნაწილი განთავსდება. წინააღმდეგ შეთხვევაში, როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, სარდაფში წიგნები გაფუჭდება”, - ამბობს მოდებაძე და ამატებს, რომ თუ წიგნების სხვაგან გადატანა ვერ მოხერხდება, მაშინ სარდაფში სპეციალური სავენტილაციო სისტემა უნდა დამონტაჟდეს.

სარდაფიდან წიგნების ამოტანას დაახლოებით ორ დღეში დაიწყებენ.

”ცოტა თუ არ განიავდა, იქ შესვლა და წიგნების ამოზიდვა შეუძლებელია”, - გვითხრა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკის სარდაფში დამაპალი ათასობით წიგნის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭემ” პირველი სტატია მიმდინარე წლის 24 აპრილს გამოაქვეყნა.

რამდენი წიგნის ამოტანა გახდება შესაძლებელი და რა ბედი ეწევა იმ წიგნებს, რომლებიც საგამოფენო დარბაზებში არ დაეტევა, ”სამხრეთის კარიბჭე” უახლოეს დღეებში მოგითხრობთ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიბილიოთეკის სარდაფიდან წიგნების ამოტანა დაიწყო
დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
ლპობას გადარჩენილ წიგნებს ბიბილიოთეკის დარბაზში ვერ აბრუნებენ
არასწორად გავაშუქეთ თუ გვატყუებენ - ათასობით დამპალი წიგნის ამბავი
რას პასუხობს ბიბლიოთეკის პროექტის ავტორი გიქოშვილს
ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს