FM97.5 / LIVE
დაზიანებული წიგნების საგამოფენო სივრცეში დასაბრუნებლად, მათი გაწმენდვაა საჭირო, სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად საჭირო თანხის მოთხოვნას კი, 16 მაისიდან დღემდე, უწყებიდან უწყებაში ამისამართებენ.">

დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.06.2013
ბიბლიოთეკის სარდაფში დაზიანებული წიგნების საგამოფენო სივრცეში დასაბრუნებლად, მათი გაწმენდვაა საჭირო, სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად საჭირო თანხის მოთხოვნას კი, 16 მაისიდან დღემდე, უწყებიდან უწყებაში ამისამართებენ.

დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშვება დასრულდა. ვიდრე საგამოფენო სივრცეში დააბრუნებენ, შეწამლული წიგნები სპეციალური ხსნარით უნდა გაიწმინდოს, თუმცა, ხსნარის შესაძენად თანხა ჯერ არ მიუღიათ

ახალციხის ბიბლიოთეკის სარდაფში აღმოჩენილ დაზიანებულ ათასობით წიგნს დეზინფექცია ორი კვირის წინ ჩაუტარეს. სპეციალური ხსნარით სარდაფი და წიგნები, ასევე საგამოფენო დარბაზები დამუშავდა. 30 ათასამდე წიგნიდან ნაწილი გაფუჭებას გადაურჩა, თუმცა წიგნებს დამუშავება ისევ სჭირდება.

”გვინდა სპირტი და გამოხდილი წყალი, რომ შეწამლული წიგნები გავწმინდოთ. ისე ფონდში ვერ დავაწყობთ”, - ამბობს ახალციხის ბიბლიოთეკის მენეჯერი თინათინ კაპანაძე.

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების სამსახურში სადეზინფექციო ხსნარზე მოთხოვნა 16 მაისს გააგზავნეს. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა ბელა მოდებაძემ, რომელიც სამსახურიდან 3 ივნისს გაათავისუფლეს, მოთხოვნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაამისამართა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ საკრებულომ მოთხოვნა განიხილა და ხარჯების დასაზუსტებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაუგზავნა.

”დაზუსტდება ხარჯის ოდენობა და ბიუჯეტიდან გამოიყოფა იმდენი, რამდენიც იქნება საჭირო”, - ამბობს სანდროშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბლიაძის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა დასამუშავებლად შესაბამის სამსახურს გადაეგზავნა: ”მოთხოვნა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს გადაეგზავნა, შემდეგ საფინანსო სამსახური მოთხოვნას თანხობრივად დაამუშავებს. ამის შემდეგ შევა ბიუჯეტში ცვლილებები”.

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა კი ისევ საკრებულოს სხდომაზეა დამოკიდებული. როდის გაიმართება საკრებულოს სხდომა, ჯერ ესეც უცნობია. საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ მივლინებაში გაემგზავრა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ლპობას გადარჩენილ წიგნებს ბიბილიოთეკის დარბაზში ვერ აბრუნებენ
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს
რა ოდენობის ზარალი მიიღო ბიბლიოთეკამ ჯერ უცნობია
ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება
ახალციხის ბიბლიოთეკიდან დამუშავებული წიგნები გადააქვთ