FM97.5 / LIVE

ვის მოუწევს სამსახურის დატოვება ათასობით დამპალი წიგნის გამო

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.05.2013
ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ახალციხის ბიბლიოთეკის სარდაფში წიგნების გაფუჭების გამო; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ”სამხრეთის კარიბჭეში” დაბეჭდილ სტატიას ეხმაურება

ვის მოუწევს სამსახურის დატოვება ათასობით დამპალი წიგნის გამო
სტატია სათაურით ”რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა” ბიბლიოთეკის სარდაფში ათასობით დამპალი წიგნის შესახებ წერდა. სტატიაში ნათვამია, რომ ”ნაციონალების” მიერ სარდაფში ჩაყრილი წიგნების ბედით, არც ხელისუფლებაში მოსული ”ოცნება” დაინტერესდა. ”ქართული ოცნებიდან” მოსულმა სანდროშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ”ნაციონალების” წარმომადგენელი მალხაზ გიქოშვილი არჩევნების შემდეგ შეცვალა.

სანდროშვილის განცხადებით ის, რომ საკრებულოს ბიბლიოთეკა უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული სიმართლეს არ შეესაბამება.

- ”საკრებულომ შექმნა საინვენტარიზაციო კომისია და წლის ბოლოსთვის იმ ქონების აღწერას აკეთებდა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მათ შორის არის ბიბლიოთეკაც. როცა ბიბლიოთეკაში იყვნენ კომისიის წევრები და აღწერეს, მომახსენეს, რომ იქ წიგნებთან დაკავშირებით პრობლემები იყო”, - ამბობს სანდროშვილი და ამატებს, რომ მაშინვე მივიდა ბიბლიოთეკაში და წინგების მდგომარეობით დაინტერესდა.

მისივე თქმით, მან საკრებულოსთვის ხარჯთაღრიცხვის წარგენა ბიბლიოთეკის მენეჯერს თინათინ კაპანაძესა და ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს ბელა მოდებაძეს იმ დღესვე დაავალა: ” ეს იყო დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა, ასევე ორჯერ ქვეყნის დატოვება მომიხდა და მოვლენების განვითარებას თვალყური ვეღარ მივადევნე. ბავშვი არცერთია და არც მეორე, რომ რამდენჯერმე გამეორება დასჭირვებოდათ. უფრო მეტიც, მათ მანამდე უნდა მოემართათ ჩემთვის ამ საკითხის გამო, ვიდრე მე თავად ვნახავდი წიგნებს”.

სანდროშვილმა ამერიკაში მივლინებით ყოფნის დროს, ”სამხრეთის კარიბჭის” ვებ-გვერდიდან შეიტყო, რომ წიგნების ამბავი ჯერ კიდევ მოუგვარებელი იყო: ”გაკვირვებული ვიყავი, რადგან ისე იყო ამბავი გაშუქებული თითქოს საკრებულოს უპატრონოდ ჰქონდა ბიბლიოთეკა მიტოვებული, რომ ხელმძღვანელობა არ ვარგოდა და არ ჰქოდნათ მიღებული შესაბამისი ზომები. არადა პირიქით, ჩემი მოთხოვნა იყო რომ ხაჯთაღიცხვა სასწრაფოდ გაეკეთებინათ”.

სამსახურში დაბრუნებისთანავე სანდროშვილმა ვითარების გარკვევა კაპანაძესთან და მოდებაძესთან პირადად სცადა: ”ორივეს დავუძახე და ვკითხე, თუ რატომ დაიბეჭდა პრესაში ასეთი ინფორმაცია”.

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ”ეს ამბავი ზომების გარეშე არ ჩაივლის, არ არის გამორიცხული რომელიმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გარკვეული ზომები აუცილებლად იქნება მიღებული”.

სანდროშვილი განმარტებით, წერილობით უნდა მიემართა ბიბლიოთეკას კულტურის გაერთიანებისთვის, მათ წერილი წარედგინათ საკრებულოში, შემდეგ საკრებულო დააწერდა გამგეობას და საჭირო თანხის გამოყოფა ბიუჯეტიდან უკვე შესაძლებელი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ წიგნების დეზინფექციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 ლარი უკვე გამოიყო და წიგნების სარდაფიდან ამოტანა რამდენიმე დღეში დაიწყება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს
არასწორად გავაშუქეთ თუ გვატყუებენ - ათასობით დამპალი წიგნის ამბავი
რა ოდენობის ზარალი მიიღო ბიბლიოთეკამ ჯერ უცნობია
ბიბილიოთეკის სარდაფიდან წიგნების ამოტანა დაიწყო
როგორ აპირებს დამპალი წიგნების გადარჩენას ჟუჟუნაძე?
რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა