FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 19.12.2012
ახალციხის ციხის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბესიკ ბლიაძე საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგა, იგი ოფიციალურად დირექტორად 14 დეკემბერს დაინიშნა

ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს
ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოდარ გოროხოვმა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გოროხოვი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, განცხადება გასული კვირის ხუთშაბათს საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის სახელზე დაწერა.

ოლეგ სანდროშვილის თქმით, ყოფილმა ხელმძღვანელმა გათავისუფლების განცხადება მისი არყოფნის დროს დაწერა: ”თბილისში ვიყავი, რომ ჩამოვედი განცხადება უკვე დაწერილი დამხვდა. 14 დეკემბერს ახალი ხელმძღვანელი, ბესიკ ბლიაძე დაინიშნა”.

საკრებულოში ამბობენ, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი განცხადება შევიდა. შეგახსენებთ, რომ, რადგან ახალციხის ციხე არ არის საჯარო სამსახური, მის ხელმძღვენელს ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

ბესიკ ბლიაძეს, ახალციხის ციხის დირექტორად დანიშვნამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობა სურდა. მისი დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილებოდა, თუმცა, საბოოლოოდ, არჩევანი ბესიკ ხითარიშვილზე შეჩერდა.

როგორც ახალციხის ციხის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე ახალ სამსახურს ეცნობა. იმის გამო, რომ ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაძლებელია თანამშრომლების შემცირება გახდეს საჭირო.

ბესიკ ბლიაძე წარმოშობით ახალციხელია. 1997 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი,1999 წელს კი სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2000 წლიდან თბილისში მოღვაწეობს. ბოლო პერიოდში მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ავტოშემკეთებელი საწარმოს დირეტქორიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის აგრარული ბაზრის დირექტორად ნოდარ გოროხოვი დაინიშნა
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
თანამდებობა კიდევ ხუთმა რწმუნებულმა დატოვა
ახალციხის ციხეში შემცირებები იწყება