FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის მეორე მოადგილედ დავით ტაბატაძე დაინიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.03.2017
ახალციხის მერის მეორე მოადგილის თანამდებობა სამცხე–ჯავახეთში პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონულმა კოორდინატორმა დავით ტაბატაძემ დაიკავა.

ახალციხის მერის მეორე მოადგილედ დავით ტაბატაძე დაინიშნა
ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ ახალ მოადგილეს კულტურისა და სპორტის მიმართულება ჩააბარა. დავით ტაბატაძეს დაექვემდებარა ქალაქის ააიპ–ებიც;

ტაბატაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულება დღეიდან, 6 მარტიდან შეუდგა.

„სად რა ხდება ჯერ არ ვიცი, ყველაფერს გავეცნობი და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებებს რა როგორ იქნება“– ასე უპასუხა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ შეკითხვას ახალმა მოადგილემ.

ერთადერთი ააიპ–ი რომელში არსებულ პრობლემებსაც დავით ტაბატაძე კარგად იცნობს „ახალციხის ციხეა“. იგი აქ ობიექტის გახსნის დღიდან მარეგულირებელ სამსახურში მუშაობდა.

„თებერვლის ბოლოს დავწერე განცხადება და წამოვედი. მერიაში ოფიციალურად პირველ მარტს დავინიშნე“, – გვიხსნის ტაბატაძე.
მისი თქმით, „ახალციხის ციხეზე“ ბევრი ობიექტი დაკეტილია: „შევეცდები მოვიძიო ადამიანები ვინც მათ აამუშავებს, გარდა ამისა შენობების ნაწილი შესაკეთებელია და რაც გაიხსნა იმის მერე წყალი ჩამოდის. ამაზეც ვიზრუნებთ“.

ტაბატაძე ფიქრობს, რომ ოქტომბრამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებს: „არ უნდა ვიფიქროთ იმ კუთხით, რომ არჩევნების წელია და შეიძლება ცვლილებები იყოს, მეტის გაკეთებაზე უნდა ვიზრუნოთ“.

დავით ტაბატაძე 1976 წელს ახალციხეში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა. 1994 წელს ჩააბარა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლციხის ფილიალში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თუმცა ოჯახური პირობების გამო სასწავლებლის დატოვება მალევე მოუწია. მოგვიანებით, 2000 წელს თბილისში, ბიზნენსის სახელმწიფო ინსტიტუში, საბაჟო–საგადასახადო საქმის სპეციალობაზე გააგრძელა სწავლა.

2002–2003 წლებში პარტია „მრეწველობა განაარჩენს საქართველოს“ ახალგაზრდულ ორაგნიზაციას ხელმძღვანელობდა .2006–2007 წლებში იყო პარტია „საქართველოს გზის“ წევრი. 2016 წლის მაისიდან დღემდე „ქართული ოცნების“ რეგიონული კოორდინატორია სამცხე–ჯავახეთში. ამავე დროს 2012 წლიდან, 2017 წლის მარტამდე „ახალციხის ციხის“ მარეგულირებელ სამსახურში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიაში, მას შემდეგ, რაც ქალაქის ახალ არჩეულმა მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ მუშაობა დაიწყო, საკადრო ცვლილებების განხორციელება დაიწყო. თუმცა, მესამე თვეა ამ თმაზე ქალაქის მერი არ საუბრობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'დაცვიდან' დირექტორობამდე  – ‘ახალციხის ციხეს’ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ახალციხის მერია ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ბორჯომის მერმა პირველი მოადგილე დანიშნა
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა