FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კონკურენტულ არჩევნებს ელიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 29.01.2018
სამ დღეში სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად სასწავლებელში გაცილებით კონკურენტული გარემოა, – გამარჯვებისთვის ოთხი პროფესორი იბრძვის, ორმა კი რამდენიმე დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კონკურენტულ არჩევნებს ელიან

რექტორის არჩევნებს სასწავლებლის ყოფილი და ამჟამინდელი რექტორები, თინა გელაშვილი და მერაბ ბერიძე გამოეთიშნენ. ორივე მათგანმა კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა, და ეს მაშინ, როცა, წინა, 2017 წლის 3 ივლისს გამართულ არჩევნებში, მხოლოდ ეს ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

31 იანვარს აკადემიურმა საბჭომ სასწავლებლის ხელმძღვანელი ოთხ პროფესორს შორის უნდა აარჩიოს. ოთხივე მათგანს სასწავლებელში სხვადასხვა, წამყვანი თანამდებობა უკავია: მაკა ბერიძე რექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში; რეზო ზედგინიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია; ცისკარა ზარანდია, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანია; გიორგი მესხი კი ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

შეკითხვაზე, რატომ არ მიიღეს რექტორის არჩევნებში მონაწილეობა სამ ივლისს და რატომ გადაწყვიტეს ეს მას შემდეგ, რაც სასწავლებელი რექტორის გარეშე დარჩა, კანდიდატების ნაწილი არ გვპასუხობს.

„ახლა არ შემიძლია ამაზე პასუხი გაგცეთ“, – ამბობს გიორგი მესხი.

„მიზეზების ახსნა ახლა აქტუალური არაა“, – აცხადებს რეზო ზედგინიძე.

მაკა ბერიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება რექტორის კანდიდატურაზე ძალები მოესინჯა, იმ სამმა თვემ მიაღებინა, რაც სასწავლებელმა რექტორის გარეშე გაატარა: „ამბიციები ნელ–ნელა მოდის. უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა დაახლოებით იმდენი გამოცდილება შემძინა, რაც აქამდე ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ. ურექტორობის თვეები მთელ ჩემ განვლილ ცხოვრებას უტოლდება“.

მისი თქმით, ახლა მისი მთავარი მიზანია შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს: „ძალიან ღირსეული საბჭო ჰყავს უნივერსიტეტს, ვისაც არ უნდა დაუჭირონ მხარი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება“.

ცისკარა ზარანდიაც ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების ერთ–ერთი მიზეზი ჩაშლილი არჩევნები იყო, თუმცა, არა გადამწყვეტი: „შესაძლოა იმანაც გამამახვილებინა ყურადღება ამ მიმართულებით, რომ მაშინ რექტორი ვერ აირჩიეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი ათწლიანი გამოცდილება და მენეჯერული თვისებები სასწავლებელს წაადგება“.

მისი თქმით, ფაკულტეტი რომელსაც თავად წლებია უძღვება, წარმატებულია: „თუ ფაკულტეტი იმართება კარგად, ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის მართვასაც წარმატებულად გავართმევ თავს. ძალიან პატარაა ჩვენი სასწავლებელი, 59–მდე აკადემიური პერსონალი გვყავს და 1200–მდე სტუდენტი. ეს ერთ დიდ ფაკულტეტად შეიძლება ჩაითვალოს“.

რექტორი უნივერსიტეტში რვაკაციანმა საბჭომ უნდა აირჩიოს. იმისთვის, რომ რექტორი გახდეს, კანდიდატმა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ ხუთი ხმა უნდა მიიღოს. საბჭოს წინაშე კანდიდატები სამოქმედო გეგმებით უკვე წარსდგნენ.

„პრობლემები სასწავლებლის ყველა კანდიდატს ნათლად აქვს დანახული და პროგრამაში ასახულიც. მაგრამ რადგან ზარანდია ფინანსისტია და მეც ამ მიმართულებით ვმუშაობ, შესაძლოა მიკერძოებული ვარ, მაგრამ განსაკუთრებით მისი ხედვა მომეწონა“, – ამბობს აკადემიური საბჭოს წევრი თინა გელაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
რექტორის არჩევნებამდე სამი საათით ადრე, გიორგი მესხმა კანდიდატურა მოიხსნა
თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა
ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები