FM97.5 / LIVE

მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 18.01.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბერიძე რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კანდიდატმა, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობისთვის წესდებაში ცვლილება შეიტანა, კანდიდატურა მოიხსნა.

მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

არჩევნებში, რომელიც 31 იანვარს გაიმართება, აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის ახალ რექტორს ხუთ კანდიდატს შორის შეარჩევს.

„უნივერსიტეტის კანცელარიიდან საბუთები უკვე საარჩევნო კომისიას ჰქონდა გადაცემული, როცა მერაბ ბერიძის განცხადება შევიდა იმის შესახებ, რომ კანდიდატურას იხსნიდა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იურისტი თამარ ჟუჟუნაძე.

მერაბ ბერიძე კანდიდატურის მოხსნის მოტივზე არ საუბრობს: „ასე მირჩევნია ამ ეტაპზე. გადავწყვიტე, რომ ხელი არ შევუშალო სხვებს. როგორც პროფესორი, მუშაობას ჩვეულებრივად გავაგრძელებ“.

უნივერსიტეტში გამართულ რექტორის ბოლო არჩევნებზე, 2017 წლის 3 ივლისს, მერაბ ბერიძემ ორი ხმა მიიღო. მაშინ არჩევნებში ბერიძეს მხოლოდ ერთი კონკურენტი, ასევე ყოფილი რექტორი თინა გელაშვილი ჰყავდა. აკადემიური საბჭოს შვიდი წევრიდან ოთხმა მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა, ანუ ოთხი ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი. დარჩენილი სამი ხმიდან ერთი გელაშვილმა მიიღო, ორი კი მერაბ ბერიძემ.

რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში 31 იანვარს გაიმართება. აკადემიური საბჭო რექტორს ხუთი კანდიდატიდან შეარჩევს. ეს კანდიდატები არიან: მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია, თინა გელაშვილი და რევაზ ზედგინიძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია